Back ხელოვნური ინტელექტი და ჩვენ: საჯარო ლექცია ტექნოლოგიების მართვაზე და მის გამოყენებაზე თანასწორობისა და დემოკრატიის გაძლიერების ხელშესაწყობად

ხელოვნური ინტელექტი და ჩვენ: საჯარო ლექცია ტექნოლოგიების მართვაზე და მის გამოყენებაზე თანასწორობისა და დემოკრატიის გაძლიერების ხელშესაწყობად

„ლექცია დამეხმარა გამეაზრებინა, რომ ხელოვნურ ინტელექტს ნამდვილად შეუძლია თანასწორობის გაძლიერება ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ვიმუშავებთ ერთად მის პასუხიმგებლიან მართვაზე და უზრუნველვყოფთ, რომ მის უკან არსებული ღირებულებები ხელს უწყობდეს მეტად სამართლიანი მომავლის შექმნას“, - აღნიშნა საჯარო ლექციის „ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩვენ: როგორ ვმართოთ AI იქამდე სანამ ის დაიწყებს ჩვენ მართვას“ ერთ-ერთმა მონაწილემ. აღნიშნულმა ღონისძიებამ გააერთიანა სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რათა განეხილათ, თუ როგორ შეგვიძლია ხელოვნური ინტელექტის მართვა ისე, რომ მან გააძლიეროს თანასწორობა და ხელი შეუწყოს მეტად ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას.

შესავალ სიტყვაში, ნატალია ვუტოვამ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, ხაზი გაუსვა სხვადასხვა მიკერძოებებისა და სოციალური ნორმების ზეგავლენასა და როლს ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მან აღნიშნა, რომ ღრმად ფესვგადგმული მავნე ნორმები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვფიქრობთ და ვიქცევით ადამიანები. შედეგად კი, ეს ყველაფერი ისახება ტექნოლოგიებზეც, რომლებსაც ადამიანები ქმნიან. მან, ასევე, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ასეთი მავნე ნორმები ხშირად ხელოვნური ინტელექტის სისტემების „საფუძველ რეალობად“ იქცევა და აღნიშნა, რომ თუ ეს მიკერძოებები არ გამოვლინდება, შედეგად ისინი არსებულ უთანასწორობას კიდევ უფრო გააღრმავებენ.  

მონაწილეებმა განიხილეს, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ცხოვრებას, სწავლისა და მუშაობის კულტურას, და ამავდროულად  - თავად ძალაუფლების კონცეფციასაც. მოწვეულმა ლექტორმა, ივანა ბარტოლეტიმ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ზიანსა და რისკებზე, რომლებიც არაპროპორციულად მოქმედებს ქალებსა და მარგინალიზებულ ჯგუფებზე. მან, ასევე, ისაუბრა პრაქტიკულ გზებზე და სტრატეგიებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ინოვაციებს, და აძლიერებს თანასწორობას. „ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს ძალიან ეფექტური, მაგრამ ეფექტურობა ყოველთვის არ ნიშნავს სამართლიანობას. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეთიკა და იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ხელოვნურ ინტელექტს ქმნის და იყენებს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ხელოვნური ინტელექტის ეფექტურობა არ იწვევდეს გარკვეული ჯგუფების დისკრიმინაციას,“ - აღნიშნა მან.

მონაწილეებმა გაიგეს ხელოვნური ინტელექტის დანერგვასთან დაკავშირებული როგორც დადებითი მხარეების, ასევე რისკების შესახებ. მათ, ასევე, ისაუბრეს ხელოვნური ინტელექტის გავლენაზე გენდერულ თანასწორობასთან მიმართებით და იმსჯელეს, თუ რა არის კონკრეტულად მათი როლი მეტად პასუხისმგებლიანი და ადამიანზე ორიენტირებული ხელოვნური ინტელექტის შექმნაში და გამოყენებაში. 

ღონისძიება განხორციელდა „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“ პროექტის ფარგლებში. პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.

თბილისი, საქართველო 27 ნოემბერი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge