Back 2025 საზაფხულო სკოლა და იმიტირებული სასამართლო პროცესი ევროპის სოციალურ ქარტიაზე

2025 საზაფხულო სკოლა და იმიტირებული სასამართლო პროცესი ევროპის სოციალურ ქარტიაზე

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში იწვევს სტუდენტებს, რომლებიც განაცხადის შეტანის მომენტისთვის სწავლობენ სამართლის ფაკულტეტზე ბაკალავრის მესამე ან მეოთხე კურსზე ან მაგისტრატურის კურსზე საქართველოში, რათა მიიღონ მონაწილეობა 2025 წლის საზაფხულო სკოლაში და იმიტირებულ სასამართლო პროცესში ევროპის სოციალურ ქარტიაზე. 3.5 დღიანი საზაფხულო სკოლის პროგრამა შექმნილია მომავალი იურისტების ცოდნის გაღრმავებისა და საქართველოში სოციალური სამართლიანობის დასაცავად საჭირო პრაქტიკული უნარების განვითარების მიზნით.

მონაწილეებს გაუძღვებიან გამოჩენილი ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მიაწვდიან მათ სიღრმისეულ ცოდნას ევროპის სოციალური ქარტიის, მისი მონიტორინგის მექანიზმებისა და ევროპის სოციალური უფლებების კომიტეტის პრეცედენტული სამართლის, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტებთან მათი ურთიერთკავშირის შესახებ.

საზაფხულო სკოლის შემდეგ, სტუდენტები შემოდგომაზე (ოქტომბერში, თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება) იმიტირებულ სასამართლო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას, რაც მათ საშუალებას მისცემს, ახალი ცოდნა პრაქტიკულ, სიმულაციურ გარემოში გამოიყენონ და იურიდიული უნარები როგორც ზეპირად, ასევე წერილობით წარმოაჩინონ.

იმიტირებული სასამართლო პროცესის შემდეგ, პირველ ადგილზე გასულ გუნდს შეიძლება მიეცეს შესაძლებლობა სასწავლო ვიზიტით გაემგზავროს სტრასბურგში, საფრანგეთში.

განაცხადების მიღების ვადა: 4 ივლისი 2025 (23:59 თბილისის დროით)

საინფორმაციო შეხვედრა დაინტერესებული სტუდენტებისთვის Zoom-ზე - ხუთშაბათს, 26 ივნისს, 2025, თბილისის დროით 15:00 საათზე.
მოგვწერეთ აქ რომ მოგაწოდოთ შეხვედრის დეტალები

განაცხადები მიიღება შემდეგ ელ-ფოსტაზე.


საზაფხულო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის “სოციალური და ეკონომიკური უფლებების განმტკიცება საქართველოში“  ფარგლებში. პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.

თბილისი, საქართველო 19 ივნისი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge