ეს არის ონლაინ ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ინდივიდებს, გუნდებს და ორგანიზაციებს, რომლებიც ახალგაზრდულ საქმიანობას ახორციელებენ ევროპაში, გაიგონ თავიანთი კომპეტენცია და განავითარონ ის უფრო ეფექტურად. ამ ინსტრუმენტის გამოყენება ასევე შეუძლიათ ტრენერებს, ახალგაზრდული საქმიანობის მენეჯერებს და პოლიტიკის შემმუშავებლებს და ზოგადად ნებისმიერ მსურველს, ვინც დაინტერესებულია ახალგაზრდული მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებით და აღიარებით.

გააანალიზეთ, რა დონეზეა განვითარებული თქვენი, როგორც ახალგაზრდული მუშაკის კომპეტენცია

შეაგროვეთ მტკიცებულება თქვენს საქმიანობაზე, კომპეტენციაზე და იფიქრეთ მის გაუმჯობესებაზე

აუხსენით თქვენი სამუშაო სხვებს, ისე, რომ ეს მათთვის გასაგები იყოს

გადახედე ევროპის საბჭოს ახალგაზრდული საქმიანობის პორტფოლიოს და დაიწყე მისი გამოყენება!

ევროპის საბჭოს ახალგაზრდული საქმიანობის პორტფოლიო შემუშავებულია ევროპის დონეზე, მაგრამ ის ძირითადად არ არის განკუთვნილი ევროპულ ან საერთაშორისო დონეზე მომუშავე ადამიანებისა და ორგანიზაციებისათვის. პორტფოლიოს ადრესატები არიან ახალგაზრდული მუშაკები და ლიდერები, რომლებიც მუშაობენ ნებისმიერ დონეზე, ადგილობრივიდან საერთაშორისომდე.


ევროპის საბჭოს ახალგაზრდული საქმიანობის პორტფოლიო არის ევროპის საბჭოს ინიციატივა ისეთ პარტნიორებთან თანამშრომლობით, როგორიცაა ევროკომისია და ევროპული ახალგაზრდული ფორუმი. წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ შეიქმნა იგი ევროპის საბჭოს ახალგაზრდული საქმიანობის პორტფოლიოს განყოფილებაში.

მისი ამჟამინდელი ფორმატით, ევროპის საბჭოს ახალგაზრდული საქმიანობის პორტფოლიო არის ონლაინ ინსტრუმენტი, რომლის გამოყენება შესაძლებელია ამ ვებგვერდის მეშვეობით. პორტფოლიოს pdf ვერსია შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან.

1718
Users
982
Portfolios

ევროპის საბჭოს ახალგაზრდული საქმიანობის პორტფოლიო არის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ახალგაზრდული საქმიანობის განმახორციელებლებს განსაკუთრებით ახალგაზრდულ მუშაკებსა და ახალგაზრდა ლიდერებს, ასევე მენეჯერებსა და ადმინისტრატორებს, შეაფასონ და განავითარონ თავიანთი ახალგაზრდული საქმიანობისა და მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ადამიანების კომპეტენცია.

დაწვრილებით ...