Back დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო

დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო
კონტექსტი, ცნებები და მოდელი

ISBN: 978-9941-8-0733-6

Corporate Author: Council of Europe;

Authors: Barrett, Martyn Black, Luisa de Bivar Byram, Michael Faltýn, Jaroslav Gudmundson, Lars Land, Hilligje van’t Lenz, Claudia Mompoint-Gaillard, Pascale Popović, Milica Rus, Călin Sala, Salvador Voskresenskaya, Natalia Zgaga, Pavel

Publication Date : 2018

Languages: Georgian

Also available in: Albanian Armenian Azeri English Finnish French German Greek Italian Macedonian Portuguese Romanian Serbian Slovak Spanish Turkish Ukrainian

Categories: Books and publications Policymakers
Abstract:

ევროპის საბჭოს უპირველეს მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა და დაცვა. აღნიშნული პრინციპები უკვე ათწლეულებია ევროპული საზოგადოებებისა და პოლიტიკური სისტემების ქვაკუთხედს წარმოადგენს, თუმცა ისინი კვლავაც საჭიროებს ყურადღებას, მათი შენარჩუნებისა და ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებით, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისების პერიოდში. ადამიანთა უმრავლესობა თანხმდება მასზედ, რომ დემოკრატია წარმოადგენს მმართველობის ფორმას, რომელიც ხორციელდება ხალხის მიერ და ხალხის სახელით და რომ დემოკრატია ვერ იარსებებს იმ ინსტიტუტების გარეშე, რომლებიც უზრუნველყოფს რეგულარული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზებას, უმრავლესობის მმართველობასა და მთავრობის ანგარიშვალდებულებას. თუმცა აღნიშნული ინსტიტუტების ფუნქციონირება დამოკიდებულია მოქალაქეთა მიერ გამოვლენილ აქტიურობაზე, დემოკრატიული ღირებულებებისადმი და დამოკიდებულებებისადმი ერთგულებაზე. ამ საქმეში განათლება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს და წინამდებარე სარეკომენდაციო ჩარჩო შექმნილია იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს განათლების სისტემებს, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციათა სწავლების, სწავლისა და შეფასების საქმეში და სთავაზობს განათლების სისტემებს ამ მიმართულებით შემუშავებულ მთელ რიგ თანმიმდევრულ მიდგომებს. წინამდებარე პუბლიკაციის პირველ ტომში აღწერილია დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების მოდელი, რომელიც ერთხმად იქნა დამტკიცებული ევროპის განათლების მინისტრთა მიერ, ევროპის განათლების მინისტრთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სხდომაზე, რომელიც გაიმართა ბრიუსელში, 2016 წლის აპრილში. მასში ასევე აღწერილია მოცემული სარეკომენდაციო ჩარჩოს შექმნის წინაპირობა, შესულია მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მოცემული სარეკომენდაციო ჩარჩოს გამოყენების თაობაზე, აღწერილია იმ დესკრიპტორთა მნიშვნელობა, რომლებიც მეორე ტომშია შესული და მოცემულია ძირითად ტერმინთა განმარტებები. დამატებითი ინფორმაცია და რეკომენდაციები მოცემული სარეკომენდაციო ჩარჩოს დანერგვის თაობაზე შესულია წინამდებარე პუბლიკაციის მესამე ტომში.

Follow-us