Back იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მსხვერპლზე ორიენტირებულ მიდგომას განიხილავენ

იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მსხვერპლზე ორიენტირებულ მიდგომას განიხილავენ

6-7 დეკემბერს ევროპის საბჭომ გამართა მეორე ორ დღიანი ტრენინგი იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის გამოძიებისა და დევნის პრაქტიკულ მიდგომებზე. ტრენინგის პროგრამა მოიცავდა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის თემაზე არსებულ საერთაშორისო და ევროპულ საკანონმდებლო ჩარჩოს, მათ შორის ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს და სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკებს. 

ტრენინგის მიმდინარეობისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, სპეციალიზებულმა პროკურორებმა და მოსამართლეებმა განიხილეს მსხვერპლზე ორიენტირებული და გენდერულად სენსიტიური მიდგომების  მნიშვნელობა; ასევე იმსჯელეს თუ რამდენად ეხმიანება ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა სტამბოლის კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული კაზუსების განხილვის გზით, მონაწილეებს ქონდათ შესაძლებლობა რომ პირდაპირ გამოეყენებინათ ტრენინგზე მიღებული ცოდნა და უნარები და გამოეხატათ მათი შეხედულებები და ღირებულებები.

ტრენინგი განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძლა და პრევენცია საქართველოშიფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page