„რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია“ ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ძირითადი კონვენციაა. იგი იცავს უმცირესობათა ენებს, განიხილავს რა მათ ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ასპექტად, რომლებსაც საფრთხე ემუქრება. ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას, საქართველომ ქარტიის ხელმოწერისა და რატიფიკაციის ვალდებულება 2000 წლის 27 აპრილამდე იკისრა.  

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ქარტიის რატიფიკაციისა და მისი შემდგომი განხორციელებისათვის პირობების შექმნას. იგი ასევე მიზნად ისახავს უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშემწყობი ლინგვისტური, საგანმანათლებლო და კულტურული ასპექტების წინ წამოწევას/ხელშეწყობას.  

პროგრამის შესახებ
პროგრამის სიახლენი

Back ახალი ორენოვანი სახელმძღვანელოები საბავშვო ბაღებს

ახალი ორენოვანი სახელმძღვანელოები საბავშვო ბაღებს

ევროპის საბჭო განაგრძობს ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციაზე მიმართული საგანმანათლებლო ასპექტების ხელშეწყობას. 2017 წლის 19 და 20 აპრილს ახალი ორენოვანი საბავშვო ბაღების სახელმძღვანელოები გადაეცათ მარნეულის, ნინოწმინდის, ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებს წინასწარ ჩატარებული საჭიროებათა კვლევის საფუძველზე.

გამართული შეხვედრებისას, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა - ბ-მა მერაბ თოფჩიშვილმა, გაგიკ კარსლიანმა, ზაზა მელიქიძემ და ვალერი სტელმაშოვმა,  ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, მადლიერება გამოხატეს ახალი ორენოვანი სახელმძღვანელოების მიღების გამო და ხაზი გაუსვეს რომ აღნიშნული საგანმანათლებლო რესურსი ძალზედ საჭირო და მნიშვნელოვანი იქნება სკოლამდელი დაწესებულებებისათვის. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა შეხვედრისას სხვა არსებულ საჭიროებებიც გააჟღერეს და მომავალი თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს.

ხუთი სახეობის ორენოვანი სახელმძღვანელო შეიქმნა 13 უმცირესობათა ენაზე რომელთა ელექტრონული ვერსიები განთავსებულია პროექტის ვებგვერდზე; დაბეჭდილი და დარიგებულია ასევე 10500 ცალზე მეტი სახელმძღვანელო. სომხურის, აზერბაიჯანულისა და რუსულის შემთხვევაში, აღნიშნული სახელმძღვანელოები დაეხმარებიან ბავშვებს ქართული ენის უნარების გაძლიერებაში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
საგანმანათლებლო ბროშურები

ეროვნული უმცირესობის კულტურული მარშრუტები საქართველოში

„რიცხვები“ საბავშვო ბაღში უმცირესობათა ენაზე
პრაქტიკული სახელმძღვანელო 5-6 წლის ბავშვებისათვის

ფორმები საბავშვო ბაღში უმცირესობათა ენაზე
პრაქტიკული სახელმძღვანელო 3-4 წლის ბავშვებისათვის

წელიწადის დროები საბავშვო ბაღში უმცირესობათა ენაზე
პრაქტიკული სახელმძღვანელო 4-5 წლის ბავშვებისათვის

წერა საბავშვო ბაღში უმცირესობათა ენაზე
პრაქტიკული სახელმძღვანელო 4-5 წლის ბავშვებისათვის