Back სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დროებითი მოთავსების იზოლატორებში პირობების გაუმჯობესებასა და დამატებითი სერვისების ხელმისაწვდომობაზე

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დროებითი მოთავსების იზოლატორებში პირობების გაუმჯობესებასა და დამატებითი სერვისების ხელმისაწვდომობაზე

2017 წლის 23 თებერვალს ევროპის საბჭომ და ევროკავშირმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, გამართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დროებითი მოთავსების იზოლატორებში პირობების გაუმჯობესებასა და დამატებითი სერვისების შეთავაზებაზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახალხო დამცველის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული მდგომარეობა და სიახლეები გააცნო, მათ შორის, მიაწოდა ინფორმაცია სამედიცინო პერსონალისათვის ახალი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ. მან ასევე გამოკვეთა ის პრობლემები და გამოწვევები, რის წინაშეც სამინისტრო დგას წინასწარი დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ არასრულწლოვნებთან, ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირებთან, სხვა მოწყვლად ჯგუფებსა და ქალებთან მიმართებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს სთხოვა, ითანამშრომლონ გამოსავლების მოძიების გზაზე, რათა უკეთ უპასუხონ დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფთა საჭიროებებს და მათ მეტი სერვისი შესთავაზონ.  პირველი ნაბიჯის სახით, სამინისტრომ ახალი პროექტი წარმოადგინა, რომელიც არასრულწლოვანთა და ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულთათვის დამატებითი მომსახურებების შეთავაზებას ითვალისწინებს.  

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა აღმოჩნდა კარგი პლატფორმა დაინტერესებული მხარეეებისათვის, განეხილათ არაერთი რეკომენდაცია და ამ სფეროში ერთობლივი მოქმედების გზებზე ემსჯელათ.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა ერთ-ერთია ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის იმ აქტივობათა შორის, რომელიც გამიზნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დასახმარებლად დროებითი მოთავსების იზოლატორების შესაძლებლობათა გაუმჯობესების საქმეში. იგი ორგანიზებულია ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” – ფარგლებში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის განკუთვნილ პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში ხორციელდება.  

 ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად!

23 თებერვალი 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge