Back ტრენინგი წინასაარჩევნო კამპანიის დროს მედია მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით

ევროპის კავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერება
ტრენინგი  წინასაარჩევნო კამპანიის დროს მედია მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით

2016 წლის 22, 26 და 29 ივნისის ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და საქართველოს საზოგაოებრივ მაუწყებელთან ერთად ატარებს მარეგულებლის, ნაციონალური, რეგიონალური და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებისათვის ტრენინგს თემაზე წინასაარჩევნო კამპანიის დროს კომუნიკაციის კომისიისა და მაუწყებელთა უფლება-მოვალეობანი წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

ტრენინგების ფარგლებში ევროპის საბჭოს ექსპერტი წარმოადგენს წინასაარჩევნო კამპანიის მედიამონიტორინგის სახელმძღვანელო წესებსა და რეკომენდაციებს, რომელიც შეიცავს საარჩევნო კოდექსისა და მაუწყებლობის შესახებ კანონიდან გამომდინარე სამართლებრივ ნორმებს. ევროპის საბჭოს ექსპერტი ასევე მიმოიხილავს სამართლებრივ ნორმებს, რომლებიც მაუწყებელთა საპროგრამო ბადეს, უფასო და ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესებს, დაფინანსების წყაროს გასაჯაროებას, მედიის მიერ არჩევნების გაშუქების ეთიკურ სტანდარტებს, ასევე პოლიტიკური დებატების ორგანიზებასა და გამოკითხვის შედეგების გაშუქებას შეეხება.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის კავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერების“ ფარგლებში. პროექტის იმპლემენტაცია 2015 წლის იანვარში დაიწყო და მთავარი მიზანია მედიის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, პლურალიზმისა და მრავალფეროვნების გაძლიერება; მედია კანონმდებლობის და ნორმების მიმოხილვა და მათი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, მათ შორის მედია სექტორის წარმომადგენებისათვის, როგორც ეთიკური სტანდარტების,  საკანომდებლო სფეროს იმპლემენტაციის, სამართლებრივი დაცვის საშუალებებისა, ასევე ჟურნალისტთა უსაფრთხოების გაძლიერება.

 

თბილისი, საქართველო
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge