Back ტრენინგი თემაზე „ინდივიდუალური საქმეების შესწავლა საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად“

ტრენინგი თემაზე „ინდივიდუალური საქმეების შესწავლა საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად“

2016 წლის 12-17 ნოემბერს ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით ჩატარდა ორი 3-დღიანი ტრენინგი თემაზე „ინდივიდუალური საქმეების შესწავლა საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად“.

ამ პროცესის ფარგლებში ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტმა შეიმუშავა  კურიკულუმი ტრენინგზე „ინდივიდუალური საქმეების შესწავლა საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად“. ტრენინგის ფარგლებში სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლების უნარები გაძლიერდა თბილისსა და რეგიონებში შეუწყნარებლობის, არასათანადო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფარული საქმეების გამოვლენის, მონიტორინგის, საჩივრებისა და ინტერვიუირების ტექნიკების კუთხით.

ტრენინგი ჩატარდა პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge