Back საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზიის მენეჯერთა ტრენინგი

საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზიის მენეჯერთა ტრენინგი

ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერების“ ფარგლებში ევროპის საბჭოს თბილისის ოფისმა მიმდინარე წლის 14-15 თებერვალს აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად ჩაატარა ორდღიანი ტრენინგი თემაზე: რეგიონალური საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და ფუნქცია.

აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს  შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს დაკავშირებულს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსთან და მიმოეხილათ შესაბამისი პრეცედენტული გადაწყვეტილებები. ევროპის საბჭოს ექსპერტთან ერთად ვრცლად მიმოხილული იყო ჟურნალისტური გამოძიების მნიშვნელობის საკითხები, გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებული ეთიკური სტანდარტები თუ  მეთოდოლოგია. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა ასევე იმსჯელეს როგორც  მაუწყებელში არსებული ძირითადი პრობლემების თაობაზე, ასევე მისი გადაჭრის მეთოდებზე.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის კავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერების“ ფარგლებში. პროექტის იმპლემენტაცია 2015 წლის იანვარში დაიწყო და მთავარი მიზანია მედიის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, პლურალიზმისა და მრავალფეროვნების გაძლიერება; მედია კანონმდებლობის და ნორმების მიმოხილვა და მათი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, მათ შორის მედია სექტორის წარმომადგენებისათვის, როგორც ეთიკური სტანდარტების,  საკანომდებლო სფეროს იმპლემენტაციის, სამართლებრივი დაცვის საშუალებებისა, ასევე ჟურნალისტთა უსაფრთხოების გაძლიერება.

headline 14-15 თებერვალი 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge