Back ევროპის საბჭო მხარს უჭერს საარჩევნო განვითარების სკოლების საპილოტე პროექტს

ევროპის საბჭო მხარს უჭერს საარჩევნო განვითარების სკოლების საპილოტე პროექტს

2015 წლის 6 ივნისს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

აღნიშნული თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებით მხარეები საარჩევნო განვითარების სკოლების ჩამოყალიბებაზე თანხმდებიან, რომლის მიზანია სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება და არჩევნების პოპულარიზაცია საზოგადოების ფართო წრეებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, მოწყვლად ჯგუფებსა და უმცირესობებში.

მიმდინარე წლის 13 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, 17-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს საარჩევნო ადმინისტრაციისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები ტრენინგებს ჩაუტარებენ სხვადასხვა საარჩევნო საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნების მონიტორინგი, არჩევნების ხელმისაწვდომობა და გენდერული თანასწორობა. 

საარჩევნო განვითარების სკოლები 10 საარჩევნო ოლქში - თელავში, სიღნაღში, ახალციხეში, მარნეულში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში და ბათუმში გაიხსნება.

პროექტს „ საარჩევნო სკოლები 2015“ ახორციელებს ცენტრალური საარჩევნო კომისია და მასთან არსებული სწავლების ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge