Back სემინარი პროკურორებისათვის დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სტანდარტების შესახებ

2015 წლის 4-5 მარტს, ევროპის საბჭო მართავს სემინარს პროკურორებისათვის დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სტანდარტების შესახებ. სემინარი ჩატარდება საქართველოს მთავარი პროკურატურის ტრენინგ ცენტრში, ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი რეგიონალური პროექტის ფარგლებში - „ადვოკატთა და ადამიანის უფლებათა დამცველების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის ეროვნულ დონეზე გამოყენებისათვის“.

სემინარზე მოწვეული არიან თბილისში და ახლომდებარე რეგიონებში მომუშავე პროკურორები. სემინარს წარუძღვებიან გამოცდილი ქართველი ექსპერტები, რომელთა გადამზადება მოხდა ამავე პროექტის მიერ  ორგანიზებულ ტრენერთა ტრენინგის ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page