Back გენერალური მდივანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

გენერალური მდივანი საქართველოს  ოფიციალური ვიზიტით ეწვია

2017 წლის 30 იანვარს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი საქართველოს  ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რათა შეხვედროდა მაღალი თანამდებობის პირებს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის განსახილველად.

გენერალური მდივანი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს; პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს; საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.

შეხვედრებზე განიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობა, მათ შორის, 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია და ევროპაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას, მან დაადასტურა საქართველოში მიმდინარე კონსტიტუციური, სასამართლოს და მედია კანონმდებლობის რეფორმებისადმი ევროპის საბჭოს მხარდაჭერა.

30 იანვარი 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge