Back შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან

შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან

2015 წლის 27 აგვისტოს, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი, ბატონ კრიატიან ურსე, და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, ბატონი ალესანდრო სავარისი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახლადდანიშნულ მინისტრს, ბატონ კახა კახიშვილს შეხვდნენ.

გაცნობით შეხვედრაზე ბატონებმა ევროპის საბჭოსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრებრეს.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი აქტიურად თანამშრომლობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს  მას სასჯელაღსრულების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვაში.  2013 წლიდან დღემდე, ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს პროგრამის ფარგლებში ჩატარებულმა ტრენინგებმა მოიცვა სისტემის 1000-ზე მეტი თანამშრომელი-სამედიცინო თუ არასამედიცინო პერსონალი. ციხის რეჟიმის 24 ახლად აყვანილმა თანამშრომელმა  უკვე გაიარა და 25 ამჟამად გადის გრძელვადიანი მომზადების პროგრამას, რომელიც უპრეცედენტოა სისტემისთვის.

პროექტის ხელშეწყობითა და ევროპის საბჭოს ექსპერტების ჩართულობით მომზადდა და დამტკიცდა სისტემის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტები, ინსტრუქციები და სტანდარტები. ერთერთი ასეთი დოკუმენტი- პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სტანდარტები, ადაპტირებულ და 7 ენაზე თარგმნილ გზამკვლევთან ერთად აგვისტოში დაიბეჭდა  და გადაეცა სამინისტროს პატიმრებისთვის დასარიგებლად.

ამავე პროექტით გათვალისწინებულია სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფოსთვის სამედიცინო აპარატურის შეძენაც.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge