Back შეხვედრა ასურეთში

შეხვედრა ასურეთში

2017 წლის 2 მარტს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ქ-ნი ანა ზეცი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს ბ-ნ ბესიკ წიკლაურს შეხვდა. შეხვედრა თეთრიწყაროში, ქვემო ქართლის მხარეში გაიმართა.

შეხვედრის მიზანს ქუჩის 80-მდე ორენოვანი აბრის გადაცემა და სამომავლო თანამშრომლობის განხილვა წარმოდგენდა. ევროპის საბჭოს ხელშეწყობით დამზადებული ქუჩის აბრები განთავსდება ასურეთის ერთ-ერთ სახელშეცვლილ ქუჩაზე, -   Schwabenstraße (ქუჩას სახელი ასურეთის დამაარსებლების შვაბების საპატივცემულოდ ეწოდა, რომლებიც გერმანიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე შვაბიის რეგიონიდან იყვნენ). აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა არსებული წარმატებული თანამშრომლობისათვის ერთმანეთის მიმართ მადლიერება, ხოლო სამომავლო ურთიერთობისათვის - დიდი დაინტერესება გამოხატეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი, გერმანელთა ისტორიულ დასახლება ასურეთში, გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე უკვე განთავსებულია ტურისტული  სამენოვანი (ქართულ-გერმანულ-ინგლისური)აბრები და ასევე საგზაო მიმართულების აღმნიშვნელი ნიშნები. განხორციელებული აქტივობები, უპირველესად გერმანული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, რაც თავის მხრივ ადგილობრივი ტურიზმის განვითარებასაც განაპირობებს.

შეხვედრა განხორციელდა ევროპის კავშირისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში და რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის“  ფარგლებში. 

2 მარტი 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge