Back ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” - დაწყება

ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” - დაწყება

ევროკავშირმა და ევროპის საბჭომ დაიწყეს ერთობლივი წარმატებული პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” - მეორე ფაზის განხორციელება. პროექტის მიზანია ადამიანის უფლებათა უკეთ დაცვა საქართველოს ციხეებში, წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და სხვა დახურული ტიპის დაწესებულებებში, აგრეთვე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება თავისუფლებააღკვეთილ პირთათვის.

პროექტი 18 თვეს გრძელდება და მიზნად ისახავს სამი ძირითადი გამოწვევის დაძლევას საქართველოს ციხეებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. ესენია:

  • ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა;
  • ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და არასათანადო მოპყრობის პრევენცია;
  • შიდა და გარე მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერება.

ამ ერთობლივი პროექტის წყალობით, ევროპის საბჭო განაგრძობს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას პროექტის პირველ ფაზაში მიღწეული შედეგების განმტკიცებაში, რომელთა ამოცანაცაა ადამიანის უფლებათა გაუმჯობესებული დაცვა და დახურული ტიპის დაწესებულებებში ჯანდაცვის გაძლიერება.

პროექტის მმართველი საბჭო პირველად 2016 წლის 18 მაისს შეიკრიბა. ეს არის გადაწყვეტილებების მიმღები სტრუქტურა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სახალხო დამცველის ოფისი და პროკურატურა. საბჭოს ფუნქცია პროექტის მიერ მიღწეული პროგრესის მონიტორინგი, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ნაბიჯების განხილვა და სამუშაო გეგმის დამტკიცებაა.

აღნიშნულ პროექტს აფინანსებენ ევროკავშირი და ევროპის საბჭო და ახორციელებს ევროპის საბჭო პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის, უკრაინისა და ბელორუსიისათვის. მმართველი საბჭოს 1-ელი შეხვედრა სასტუმრო „რუმს თბილისში“, 14 საათზე გაიმართა.  

18 მაისი 2016
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge