Back საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ევროპული ღირებულებების გათავისებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ევროპული ღირებულებების გათავისებას

დღეს, ევროპის საბჭოს პარლამენტარების წინაშე გამოსვლაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა იმ გზის შესახებ, რომელიც საქართველომ განვლო ევროპული ღირებულებებისაკენ სწრაფვაში.

„ჩვენ დიდი ხნის წინ გავაკეთეთ არჩევანი“, - განუცხადა მან ასამბლეას, - “დიდი გზა გამოვიარეთ იმისათვის, რომ ერთიანი და თავისუფალი ევროპის წევრი ქვეყანა გავმხდარიყავით [...] ევროპის საბჭოს წევრობამ უზრუნველყო ჩვენი ევროპეიზაცია, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით.”

ისაუბრა რა 2012 წლის შემდგომ ქვეყანაში განხორცილებულ რეფორმებზე, მან განაცხადა, რომ „ევროპული სტანდარტების დაცვა არის ვალდებულება, რომელიც უკვე ჩვევაში გადაიზარდა“.

„ჩვენ „დავნერგეთ" ევროპა საქართველოში და ჩვენ გადავაჭარბეთ ევროპის მოლოდინებს დემოკრატიული კონსოლიდაციისა და დემოკრატიზაციის კუთხით,“ - განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრმა დაასახელა საარჩევნო და მედია სფეროში, ასევე მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული რეფორმები, აგრეთვე  მისი მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - ვითარების გასაუმჯობესებლად.

„ღირსება“, - დასასრულს განაცხადა მან, - „არის იდენტობის საყრდენი“.

იხილეთ ბატონი გიორგი კვირიკაშვილის და  პედრო აგრამუნტის გამოსვლა

იხილეთ საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლის ვიდეო ჩანაწერი

სტრასბურგი 21 აპრილი 2016
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge