Back საქართველო: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მწუხარებას გამოთქვამენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებები დაპირებისამებრ ვენეციის კომისიას არ გაეგზავნა

საქართველო: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მწუხარებას გამოთქვამენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებები დაპირებისამებრ ვენეციის კომისიას არ გაეგზავნა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის საქართველოს თანამომხსენებლებმა, ბორის ცილევიჩმა (ლატვია, პარტია „სოციალისტური ჯგუფი“) და კერსტინ ლუნდგრენმა (შვედეთი, პარტია „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“) მწუხარება გამოხატეს იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირების შესახებ კანონებში ცვლილებები ბოლო მოსმენით ნაჩქარევად მიიღეს, რამაც, როგორც ჩანს, პროცესის გამჭვირვალობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ისინი განსაკუთრებით შეაწუხა იმ ფაქტმა, რომ აღნიშნული ცვლილებები მათზე დასკვნის წარმოდგენის მიზნით არ გაეგზავნა ვენეციის კომისიას - ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს - მას შემდეგ, რაც ისინი მეორე მოსმენით მიიღო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა - როგორც თავდაპირველად განუცხადეს თანამომხსენებლებს საქართველოში მათი ვიზიტისას 2016 წლის მაისის პირველ კვირაში. 

„გვსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ამ ცვლილებებზე და მათი რეკომენდაციების დროული შესრულება დაეხმარება საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას და გაანეიტრალებს ნებისმიერ მცდელობას, მოხდეს ამ ცვლილებების, თუ თავად სასამართლოს, შეუსაბამო პოლიტიზება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ. შესაბამისად, ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვონ ვენეციის კომისიისაგან დასკვნის მომზადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასამბლეის მომავალ შეხვედრაზე, 2016 წლის 23 მაისს, ჩვენ წამოვაყენებთ წინადადებას, რომ კომიტეტმა თავად მოითხოვოს ამგვარი დასკვნა.“

19 მაისი 2016
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge