Back ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ საკანონმდებლო ხარვეზებზე იმსჯელა

ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ საკანონმდებლო ხარვეზებზე იმსჯელა

ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებმა საკანონმდებლო აქტებსა და რეგულაციებში არსებულ ხარვეზებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. მრგვალი მაგიდა ა.წ. 19 აგვისტოს გაიმართა ევროსაბჭოსა და ევროკავშირის საერთო პროექტის _“ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერის“ ფარგლებში. შეხვედრაზე ფართოდ იყო წარმოდგენილი ეთიკის კომისია, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

მრგვალი მაგიდის მიმდინარეობისას დამსწრეებმა აქტიურად მიმოიხილეს საკანონმდებლო ჩარჩოს ის ნაწილი, რომელიც ცვლილებებს საჭიროებს. ევროსაბჭოს ექსპერტმა, ბ-ნ იოს უიტდეჰააგმა მოკლედ წარმოადგინა ევროპული გამოცდილება და პრობლემის გადაჭრის გზები. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ბ-ნ ზაზა ხატიაშვილმა კი ხაზი გაუსვა ევროსაბჭოს პროცესში ჩართულობის მნიშვნელობას, რის შემდგომაც ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ წარმოადგინა ის კონკრეტული პრობლემური მუხლები, რომლებიც კომისიის საქმიანობას აფერხებს. შეხვედრისას ასევე გაჟღერდა ეთიკის კომისიის ბაზაზე მომკვლევი იურისტის ინსტიტუტის დანერგვის იდეა. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, დამსწრეები შეჯერდნენ, რომ ეთიკის კომისიაში „უნდა შეიქმნას სისტემა, რომელიც თავად მუშაობს და არა სისტემა, რომელსაც ინდივიდუალური წევრები ამუშავებენ“.

მრგვალი მაგიდის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გააგრძელებენ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას, ეთიკის კომისიის ბაზაზე დაარსებული საკანონმდებლო ცვლილებების ჯგუფისა და ევროსაბჭოს ექსპერტის მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge