Back პოლიციის ეთიკის კოდექსი

პოლიციის ეთიკის კოდექსი

ევროპის საბჭო მხარს უჭერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არსებული პოლიციის ეთიკის კოდექსის დახვეწასა და მისი სწავლების სტრატეგიის შემუშავებაში. ამ მიზნით, 21 სექტემბერს ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტებმა თბილისში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ორმხრივი შეხვედრები გამართეს, ხოლო 21 სექტემბერს პოლიციის აკადემიაში სამუშაო ჯგუფის შეხვედრას გაუძღვნენ.

ეთიკის კოდექსი პოლიციის სამსახურის მნიშვნელოვანი დოკუმენტია. იგი გამოკვეთს ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებსაც ამ სამსახურის წარმომადგენლები უნდა იცავდნენ თავიანთი სამუშაოს შესრულებისას თუ პირად ცხოვრებაში. ეთიკის კოდექსი ამაღლებს პირადი პასუხისმგებლობის გრძნობას სამსახურეობრივი მოვალეობებისადმი და ამყარებს პოლიციელთა ერთგულებას მასში დაცული პროფესიული ეთიკის ნორმებისა და მორალური ღირებულებებისადმი. ამას გარდა ეს არის ერთგვარი განაცხადი საზოგადოების წინაშე, რაც პოლიციის მუშაობისადმი ნდობის მოპოვებას უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, კოდექსის გადასინჯვის პროცესი სხვადასხვა ძირითადი მონაწილის ჩართვას მოითხოვს, განსაკუთრებით კი, თავად პოლიციელების.

ორმხრივი შეხვედრებისას ექსპერტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავიანთ ქართველ კოლეგებთან ერთად განეხილათ პოლიციის ეთიკის კოდექსის გაუმჯობესების შესაძლებლობები, ასევე შესაძლო ღონისძიებები მისი მოქმედების გასაძლიერებლად. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პოლიციელთა და პოლიციის აკადემიის თანამშრომელთა მონაწილეობით იქცა როგორც ფორუმი ინფორმაციისა და გამოცდილების გასაზიარებლად პოლიციის არსებული ეთიკის კოდექსის გარშემო. შეხვედრაზე ქართული პოლიციის თანამშრომლებისათვის ეთიკის სწავლებაზეც იმსჯელეს, ევროპული პოლიციის ეთიკის კოდექსის შესახებ ევროპის საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით და შეეცადნენ შეეჯერებინათ ეთიკური დილემები, ევროპული პრაქტიკის საუკეთესო მაგალითები, ქმედითი მიდგომის ნიმუშები და პოლიციისათვის ეთიკის კოდექსზე ტრენინგების ორგანიზების საკითხები.

ვიზიტის შედეგებსა და დასკვნებზე დაყრდნობით, ევროპის საბჭოს ექსპერტები პოლიციის ეთიკის კოდექსის შეცვლილ ვარიანტს მოამზადებენ და საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზებენ წინადადებებს მისი სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებისათვის.

 

ეს ღონისძიება ჩატარდა პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” - ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშომლობის ნაწილია.

20-21 სექტემბერი 2016
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge