Back პოლიციის ეთიკის ახალი კოდექსი საქართველოს პოლიციის ოფიცრებისთვის

პოლიციის ეთიკის ახალი კოდექსი საქართველოს პოლიციის ოფიცრებისთვის

ევროკავშირი და ევროპის საბჭო  განაგრძობს საქართველოს შინაგანი საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერას  არსებული პოლიციის ეთიკის კოდექსის დახვეწასა და  სწავლების სტრატეგიის შემუშავებაში. ამ მიზნით, 11 -12 დეკემებერს, ევროპის საბჭოს ორგანიზებით, 2-დღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული პოლიციის ეთიკის ახალი კოდექსის სამუშაო ვერსია განიხილეს. ასევე ისაუბრეს სწავლების სტრატეგიის შემუშავების მიმართულებებზეც.  რეკომენდაციების შემუშავებამდე  ექსპერტებმა  სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ორმხრივი შეხვედრები გამართეს და პოლიციის აკადემიაში სამუშაო ჯგუფის შეხვედრაშიც მიიღეს მონაწილეობა.

ეთიკის კოდექსი პოლიციის სამსახურის მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც  ორგანიზაციის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს განსაზღვრავს და რომელსაც ამ სამსახურის წარმომადგენლები  უნდა იცავდნენ. ეთიკის კოდექსი ამაღლებს პირადი პასუხისმგებლობის გრძნობას სამსახურეობრივი მოვალეობებისადმი და ამყარებს პოლიციელთა ერთგულებას მასში დაცული პროფესიული ეთიკის ნორმებისა და მორალური ღირებულებებისადმი. ამას გარდა,ეთიკის კოდექსი   საზოგადოებაში პოლიციის მუშაობისადმი ნდობის მოპოვებას და გაღრმავებს უწყობს ხელს.  ამიტომ კოდექსის გადასინჯვის პროცესი სხვადასხვა ძირითადი მონაწილის ჩართვას მოითხოვს, განსაკუთრებით კი, თავად პოლიციის ოფიცრების.

ღონისძიება გაიმართა პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” - ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშომლობის ნაწილია.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

11-12 დეკემბერი, 2016
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge