Back სემინარი თემაზე „გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები და მედიის პროფესიული რეგულირება: ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის სტანდარტები“

სემინარი თემაზე „გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები და მედიის პროფესიული რეგულირება: ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის სტანდარტები“

ევროპის საბჭოს ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა სემინარი თემაზე „გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები და მედიის პროფესიული რეგულირება: ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის სტანდარტები“.

ორ დღიან, ჰიბრიდული ფორმატის ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც პარლამენტის წევრები, ასევე ზემოთაღნიშნული საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლები.  სემინარი შეეხო ორ ძირითად თემას: გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ჭრილში და მედიის პროფესიული რეგულირება. ორივე საკითხის გარშემო დისკუსიის ფასილიტაცია მოახდინეს ევროპის საბჭოს ექსპერტებმა.

გამოხატვის თავისუფლების კონტექსში, მსჯელობა შეეხო მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ შესაბამის სტანდარტებს. წარმოჩენილ იქნა განსხვავება სიძულვილის ენასა და უხამსობას შორის, განხილულ იქნა ცილისწამების შემთხვევები, ასევე გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ფუნდამენტურ უფლებებს შორის ბალანსის საკითხი, ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით.

პროფესიული მედიის რეგულირების მხრივ კი, დისკუსია დაეთმო ნორმატიული რეგულირების, თანარეგულირებისა და თვით-რეგულირების სისტემების ანალიზს, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მაგალითზე დაყრდნობით. ასევე განხილულ იქნა  ევროკავშირის დირექტივა აუდიო-ვიზუალური მედია სერვისების (EU AVMSD) შესახებ, და მის ფარგლებში დაწესებული მოთხოვნები, პროფესიული მედიისა და მედიის კონტენტის რეგულირების მიმართულებით. და ბოლოს, ევროპის საბჭოს ექსპერტებმა მიმოიხილეს საქართველოში არსებული მედიის პროფესიული რეგულირების სისტემის შესაბამისობა ევროკავშირის ზემოთხსენებულ დირექტივასთან. დისკუსიის საგანი იყო მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიც, რომელიც რამდენიმე წლის წინ შემუშავდა. ამდენად, შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ აღნიშნული ცვლილებების ევროკავშირის დირექტივასთან (EU AVMSD) შესაბამისობის თაობაზე შეხედულებების ურთიერთგაზიარება მოეხდინათ.

აქტივობა, ფართო კონტექსტში, ეხება საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას, მოახდინოს მედიის შესახებ კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის დირექტივასთან აუდიო-ვიზუალური მედია სერვისების შესახებ, რაც საქართველო-ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული. ევროპის საბჭო გეგმავს საკანონმდებლო ცვლილებების პროცესის ფასილიტაციას, ევროპის მასშტაბით, მედიის პროფესიული რეგულირების კუთხით დაგროვილი გამოცდილების შესახებ ინფორმაციისა და შესაბამისი ექსპერტიზის მიწოდების გზით. ევროპის საბჭო ხელს შეუწყობს დისკუსიასა და დიალოგს დაინტერესებულ მხარეებს შორის, რათა უზრუნველყოფილ იქნას გადაწყვეტილებების მიღების ინკლუზიური პროცესი.

მოცემული აქტივობა განხორციელდა „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ევროპის საბჭოს  2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის მიერ.

14-15 ივლისი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

ევროპის საბჭოს პროექტი „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ ეფუძნება ევროკავშირის და ევროპის საბჭოს მიერ პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის  ფარგლებში 2015-2017 წლებში, საქართველოში  განხორციელებული  ორი პროექტის  მიღწევებს:    „ მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პრულარიზმის ამაღლება“ და „ინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობისა და დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობით“. ამ ორი პროექტის მიღწევები მოიცავდა სამაუყწებლო მარეგულირებელი ორგანოს (კომუნიკაციების ეროვნული კომისია) და ჟურნალისტური თვითრეგულირების ორგანოს (ჟურნალისტური ეთიკის ქარტია) შესაძლებლობების გაძლიერებას, ონლაინ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების, ინტერნეტთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ჩამოყალიბების და ასევე ინტერნეტთან მიმართებაში ადამიანის უფლებების ევროპის საბჭოს სტანდარტების გავრცელების ხელშეწყობას.

პროექტის მიზნებია
  • ხელი შეუწყოს სახელმწიფოსევროპულ და ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისაბოში მოიყვანოს აუდიო-ვიზუალური მომსახურებისა და მედია წიგნიერების სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩო;
  • ხელი შეუწყოს ჟურნალისტებში პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობის გრძნობისა და ეთიკის ნორმელიც დაცვის კიდევ უფრო გაძლიერებას;
  • ხელი შეუწყოს სახელმწიფოს ინტერნეტთან დაკავშირებული სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებასა და მის შესაბამის განხორციელებაში;
  • გააძლიეროს ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვა მოქალაქეების პირადი ცხოვრების და პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერებით. 
პროექტის აქტივობები
  • ექსპერტთა შეფასებები და რეკომენდაციები დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის შესახებ , სამართლებრივ და პოლიტიკურ ჩარჩო დოკუმენტებზე, ასევე, ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული კვლევები და შესაბამისი პუბლიკაციები;  
  • სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები, კონფერენციები და სასწავლო ვიზიტები;
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედია წიგნიერების ვებ გვერდის შექმნა;  
  • ჟურნალისტური ეთიკის სახელმძღვანელოს შემუშავება.
პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;

საქართველოს ეკონომიკის და მდგრაგი განვითარების სამინისტრო;

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური;

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია;

სამოქალაქო საზოგადოება;

აკადემიური სფერო: უნივერსიტეტების ჟურნალისტიკის ფაკულტეტები.  

პროექტის ხანგრძლივობა

პროექტი დაიწყო 2019 წლის 1 თებერვალს და გაგრძელდება 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით

კონტაქტი

თამარ კობახიძე - პროექტის ოფიცერი

ვიქტორია კოპლატაძე - პროექტის აისტენტი