Back პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის HELP-ის დისტანციური კურსის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია

პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის HELP-ის დისტანციური კურსის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია

2020 წლის 17 ივლისს ევროპის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის HELP-ის დისტანციური კურსის მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში ვაჰაგ მურადიანი.

ეს არის პირველი დისტანციური კურსი პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის  შესახებ, რომელიც განხორციელდა ქართულ ენაზე. კურსი აერთიანებს ბოლოდროინდელ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპული სტანდარტებისა და ამავე თემაზე არსებულ საქართველოს კანონმდებლობას და პრაქტიკას. პირველი ჯგუფის მონაწილეები იყვნენ საქართველოს სახელწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კურსი. ღონისძიების შემდეგ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც მონაწილეებმა ევროპის საბჭოს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს კურსის შედეგები და რეკომენდაციები.

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის  „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში” მხარდაჭერით.

თბილისი, საქართველო 17 ივლისი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

ევროპის საბჭოს პროექტი „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ ეფუძნება ევროკავშირის და ევროპის საბჭოს მიერ პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის  ფარგლებში 2015-2017 წლებში, საქართველოში  განხორციელებული  ორი პროექტის  მიღწევებს:    „ მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პრულარიზმის ამაღლება“ და „ინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობისა და დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობით“. ამ ორი პროექტის მიღწევები მოიცავდა სამაუყწებლო მარეგულირებელი ორგანოს (კომუნიკაციების ეროვნული კომისია) და ჟურნალისტური თვითრეგულირების ორგანოს (ჟურნალისტური ეთიკის ქარტია) შესაძლებლობების გაძლიერებას, ონლაინ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების, ინტერნეტთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ჩამოყალიბების და ასევე ინტერნეტთან მიმართებაში ადამიანის უფლებების ევროპის საბჭოს სტანდარტების გავრცელების ხელშეწყობას.

პროექტის მიზნებია
  • ხელი შეუწყოს სახელმწიფოსევროპულ და ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისაბოში მოიყვანოს აუდიო-ვიზუალური მომსახურებისა და მედია წიგნიერების სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩო;
  • ხელი შეუწყოს ჟურნალისტებში პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობის გრძნობისა და ეთიკის ნორმელიც დაცვის კიდევ უფრო გაძლიერებას;
  • ხელი შეუწყოს სახელმწიფოს ინტერნეტთან დაკავშირებული სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებასა და მის შესაბამის განხორციელებაში;
  • გააძლიეროს ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვა მოქალაქეების პირადი ცხოვრების და პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერებით. 
პროექტის აქტივობები
  • ექსპერტთა შეფასებები და რეკომენდაციები დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის შესახებ , სამართლებრივ და პოლიტიკურ ჩარჩო დოკუმენტებზე, ასევე, ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული კვლევები და შესაბამისი პუბლიკაციები;  
  • სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები, კონფერენციები და სასწავლო ვიზიტები;
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედია წიგნიერების ვებ გვერდის შექმნა;  
  • ჟურნალისტური ეთიკის სახელმძღვანელოს შემუშავება.
პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;

საქართველოს ეკონომიკის და მდგრაგი განვითარების სამინისტრო;

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური;

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია;

სამოქალაქო საზოგადოება;

აკადემიური სფერო: უნივერსიტეტების ჟურნალისტიკის ფაკულტეტები.  

პროექტის ხანგრძლივობა

პროექტი დაიწყო 2019 წლის 1 თებერვალს და გაგრძელდება 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით

კონტაქტი

თამარ კობახიძე - პროექტის ოფიცერი

ვიქტორია კოპლატაძე - პროექტის აისტენტი