Back ინტერნეტ მმართველობის რიგით მეხუთე ფორუმი GeoIGF 2019

ინტერნეტ მმართველობის რიგით მეხუთე ფორუმი GeoIGF 2019

ოთხშაბათს, 13 ნოემბერს 10:00 – 17.00 საათზე სასტუმრო „თბილისი რუმსში“ (მერაბ კოსტავას 14) გაიხსნა ინტერნეტ მმართველობის რიგით მეხუთე ფორუმი GeoIGF 2019. ფორუმის თემა იყო საქართველოს ინტერნეტ სივრცის მთავარი გამოწვევები.

ფორუმი გახსნეს ნიკოლოზ ალავიძემ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კრისტიან ურსემ - ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ფრედერიკ დონკმა - ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ევროპული ბიუროს დირექტორი, ვაჰან ჰოვსეფიანმა - IP მისამართების ევროპული საკოორდინაციო ცენტრის (RIPE NCC) საგარეო ურთიერთობების ოფისი; ნატალია მოჩუმ - მინიჭებული სახელების და ნომრების ინტერნეტ კორპორაციის (ICANN) გლობალური ჩართულობის მენეჯერი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

ფორუმს დაესწრო 200-ზე მეტი მონაწილე სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორებიდან ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ფორუმის სპიკერები იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოში ინტერნეტ მმართველობის საკითხებში ჩართული მხარეების წარმომადგენლები.

GeoIGF2019-ის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს ფართოზოლოვანი დაფარვის და 5G ტექნოლოგიის დანერგვის საკითხები, კონტენტი და ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ინტერნეტში, ონლაინ მედია რეგულაციები და ბავშვების დაცვა მავნე ზეგავლენისგან, ე.წ. ნივთების ინტერნეტი (IoT), პერსონალურ მონაცემთა დაცვა და ა.შ.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით, ასევე, ISOC, ICANN, RIPE NCC და ინტერნეტ მმართველობის ფორუმის მხარდამჭერი ასოციაციის (IGFSA) მხარდაჭერით.

საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი ყოველწლიურად იმართება 2015 წლიდან. ის ხელს უწყობს ყველა აქტუალური საკითხის გარშემო მხარეებს შორის დიალოგს, მეტ ინფორმირებულობას და ჩართულობას. მისი მთავარი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა ინტერნეტ სივრცეში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

ევროპის საბჭოს პროექტი „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ ეფუძნება ევროკავშირის და ევროპის საბჭოს მიერ პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის  ფარგლებში 2015-2017 წლებში, საქართველოში  განხორციელებული  ორი პროექტის  მიღწევებს:    „ მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პრულარიზმის ამაღლება“ და „ინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობისა და დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობით“. ამ ორი პროექტის მიღწევები მოიცავდა სამაუყწებლო მარეგულირებელი ორგანოს (კომუნიკაციების ეროვნული კომისია) და ჟურნალისტური თვითრეგულირების ორგანოს (ჟურნალისტური ეთიკის ქარტია) შესაძლებლობების გაძლიერებას, ონლაინ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების, ინტერნეტთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ჩამოყალიბების და ასევე ინტერნეტთან მიმართებაში ადამიანის უფლებების ევროპის საბჭოს სტანდარტების გავრცელების ხელშეწყობას.

პროექტის მიზნებია
  • ხელი შეუწყოს სახელმწიფოსევროპულ და ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისაბოში მოიყვანოს აუდიო-ვიზუალური მომსახურებისა და მედია წიგნიერების სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩო;
  • ხელი შეუწყოს ჟურნალისტებში პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობის გრძნობისა და ეთიკის ნორმელიც დაცვის კიდევ უფრო გაძლიერებას;
  • ხელი შეუწყოს სახელმწიფოს ინტერნეტთან დაკავშირებული სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებასა და მის შესაბამის განხორციელებაში;
  • გააძლიეროს ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვა მოქალაქეების პირადი ცხოვრების და პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერებით. 
პროექტის აქტივობები
  • ექსპერტთა შეფასებები და რეკომენდაციები დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის შესახებ , სამართლებრივ და პოლიტიკურ ჩარჩო დოკუმენტებზე, ასევე, ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული კვლევები და შესაბამისი პუბლიკაციები;  
  • სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები, კონფერენციები და სასწავლო ვიზიტები;
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედია წიგნიერების ვებ გვერდის შექმნა;  
  • ჟურნალისტური ეთიკის სახელმძღვანელოს შემუშავება.
პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;

საქართველოს ეკონომიკის და მდგრაგი განვითარების სამინისტრო;

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური;

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია;

სამოქალაქო საზოგადოება;

აკადემიური სფერო: უნივერსიტეტების ჟურნალისტიკის ფაკულტეტები.  

პროექტის ხანგრძლივობა

პროექტი დაიწყო 2019 წლის 1 თებერვალს და გაგრძელდება 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით

კონტაქტი

თამარ კობახიძე - პროექტის ოფიცერი

ვიქტორია კოპლატაძე - პროექტის აისტენტი