პროექტის შესახებ

პროექტი “სამოქალაქო დიალოგის მხარდაჭერა საქართველოში”, რომელიც ხორციელდება 2024-2027 წლის ევროპის საბჭოსა და საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების აღჭურვას საჭირო ცოდნითა და უნარებით, რათა მათ ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის  უზენაესობის პრინციპების, ასევე გენდერული თანასწორობის დაცვასა და განმტკიცებას. პროექტის მიზანია ინფორმირებული და ინკლუზიური საზოგადოებრივი დიალოგის ხელშეწყობა, ექსპერტული ცოდნისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების გაზიარების გზით, რაც მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ეფექტიანად ჩაერთონ  საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

დემოკრატიული სტანდარტების ხელმისაწვდომ და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული საჯარო დიალოგის ფორმატის მხარდაჭერის გზით, პროექტი ხელს უწყობს ცნობიერების გაზრდას და დიალოგისათვის საჭირო უნარების გაძლიერებას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში, მათ შორის, ქალებსა და ახალგაზრდებში, საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებში.

 პროექტის ბიუჯეტი: 750 000 ევრო

 პროექტის ხანგრძლივობა: 2026-2027

 პროექტი ეფუძნება საქართველოში ევროპის საბჭოს მრავალწლიან ჩართულობას, დემოკრატიული მონაწილეობის, გამოხატვის თავისუფლებისა და ინკლუზიური დიალოგის ხელშეყობის მიმართულებით, მათ შორის, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან თანამშრომლობის არსებულ გამოცდილებას.  

როგორ მუშაობს პროექტი?

პროექტი ეფუძნება მონაწილეობით და გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდოლოგიებს, მათ შორის, ექსპერტების ჩართულობის, საჯარო დიალოგის ფასილიტაციისა და შემოქმედებითი მიდგომების ერთგვარ სინთეზს.  პროექტის აქტივობები მოიცავს: სამოქალაქო დიალოგის პლატფორმების ფასილიტაციას, შესაძლებლობების გაძლიერებისა და სწავლების ელემენტებს, თემატურ დისკუსიებს. გამოყენებული იქნება სახელოვნებო კომუნიკიაციის საშუალებები, მათ შორის, შეხვედრების თემატიკის შესაბამისად, მუსიკა, პოეზია, დოკუმენტური ფილმების ჩვენება და სხვა.

ევროპის საბჭოს ექსპერტები გაუძღვებიან პროექტის აქტივობებს და უზრუნველყოფენ ურთიერთმიმართებას საერთაშორისო სტანდარტებსა და არსებულ საჭიროებებს შორის. ცნობიერების ამაღლების კამპანიები, გამოცდილების გაზიარება, მათ შორის, სასწავლო ვიზიტი სტრასბურგში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე, დამატებით გააძლიერებს სწავლების პროცესსა და მოქალაქეთა ჩართულობას.

პროექტის ბენეფიციარები

  • საქართველოს მოქალაქეები და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფები.
  • ქალები და ახალგაზრდები, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელნი.
  • დეზინფორმაციის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები ქალაქებსა და რეგიონებში.

პროექტის მიზნები

პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას, რათა მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ ცხოვრებასა და საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მოსალოდნელ შედეგებს შორისაა:

  • საჯარო დებატების ხარისხის გაუმჯობესება და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ ცნობიერების გაზრდა.
  • სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, ხელოვანებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის გაძლიერება.
  • ევროპული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სტანდარტების შესახებ ცოდნის ამაღლება.
  • მოქალაქეთა მხრიდან  დემოკრატიულ მმართველობასა და რეფორმების პროცესებში მონაწილეობის გაზრდა.

პროექტის განხორციელების შედეგად, მოქალაქეები უკეთ აღიჭურვებიან საჭირო ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით, რათა ეფექტიანად დაიცვან და ხელი შეუწყონ დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობისა და გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვას.


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge