პროექტის შესახებ

პროექტი „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების გაძლიერება საქართველოში – II ფაზა” მიზნად ისახავს აღსრულების ეროვნული ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების დროული და ეფექტიანი აღსრულების უზრუნველსაყოფად. მეორე ფაზის მიზანია პროექტის პირველი ფაზის შედეგების კონსოლიდაცია და ყურადღების გამახვილება აღსრულების პროცესში მყოფი საქმეების კონკრეტულ ჯგუფებზე. ამ მიმართულებებზე ფოკუსირებით, პროექტის მიზანია მართლმსაჯულების ეფექტიანობის და პროცესუალური გარანტიების გაუმჯობესება. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებების, კერძოდ კი „შრადესა“ და „როსტომაშვილის“ საქმეთა ჯგუფების აღსრულებას.

ამასთანავე, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური და პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას. ეს მოიცავს ადვოკატების პროფესიული კომპეტენციის განვითარებას მინისტრთა კომიტეტის წესების მე-9 წესის შესაბამისად კომუნიკაციების მომზადებისა და წარდგენის მიმართულებით. შიდა კოორდინაციის მექანიზმების ჩამოყალიბება და პროფესიული ექსპერტიზის გაძლიერება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შესაძლებლობას მისცემს, სისტემურად მოამზადოს რეგულარული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მე-9 წესის შესაბამისად კომუნიკაციები და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესის ეფექტიან მონიტორინგში.

  პროექტის ბიუჯეტი: 250 000 ევრო

 პროექტის ხანგრძლივობა: 1 იანვარი 2026 - 31 დეკემბერი 2026

 

მეთოდოლოგია

ხვადასხვა მეთოდოლოგიის გამოყენებით, კერძოდ, სამუშაო ჯგუფების, ექსპერტთა შეხვედრების, პოლიტიკის კონსულტაციებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებების მეშვეობით, პროექტი ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციას, ცოდნის გაზიარებას და მიზნობრივი ინტერვენციების შემუშავებასა და განხორციელებას. ეს ინტეგრირებული მეთოდოლოგია მიზნად ისახავს კონვენციის დაცვის გაძლიერებას და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას. გამოყენებული იქნება სხვადასხვა მეთოდოლოგიური ინსტრუმენტი:

  • სამუშაო ჯგუფები და ექსპერტთა შეხვედრები გააერთიანებს ინსტიტუციურ პარტნიორებს და ეროვნულ და საერთაშორისო ექსპერტებს პოლიტიკის წინადადებებისა და ანალიტიკური ანგარიშების შესამუშავებლად.
  • სემინარები და მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები გამოყენებული იქნება როგორც დიალოგის, ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციის გავრცელების პლატფორმები, აღსრულებასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და პროცედურული გარანტიების უკეთ გასაგებად და შესაძლო გადაწყვეტების იდენტიფიცირების ხელშეწყობის მიზნით.
  • ტრენინგები გამოყენებული იქნება როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტი პროფესიული კომპეტენციის გასაძლიერებლად და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვის მხარდასაჭერად ყოველდღიურ პრაქტიკაში.
  • პუბლიკაციები და თარგმანები უზრუნველყოფს ქართულ ენაზე ძირითადი ტექსტების, სახელმძღვანელოებისა და მასალების ხელმისაწვდომობას, რითაც ევროპული გამოცდილება ხელმისაწვდომი გახდება დაინტერესებული მხარეებისათვის.

 

 

პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
  • საქართველოს უზენაესი სასამართლო
  • საქართველოს იუსტიციის სამინიტრო
  • საქართველოს პროკურატურა
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

პროექტის მიზნები

  • შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მიერ გზამკვლევის მიღების ხელშეწყობა, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს კონკრეტულ ნაბიჯებს საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოების გასაძლიერებლად, გაჭიანურებული სამართალწარმოების პრევენციისა და/ან კომპენსირების უზრუნველსაყოფად, ევროპის საბჭოს შესაბამისი სტანდარტების შესაბამისად.
  • პროკურატურისა და საგამოძიებო ორგანოების მხარდაჭერა პროცესუალური გარანტიების გაძლიერებისა და მტკიცებულებების მოპოვების პრაქტიკის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით.


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge