2016 წლის 5 სექტემბერს ევროპის საბჭომ საერთაშრისო და ადგილობრიი ბენეფიციარების მონაწილეობით, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ინტერნეტ საზოგადოება, ICANN, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია და აკადემია, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ჩაატარა მეორე ეროვნული ინტერნეტ მმართველობის ფორუმი.
ინტერნეტ მმართველობის ფორუმის ფარგლებში ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა მიმოხილიოს მთელი რიგი მნიშვნელოვანი სახითხები, რომელთა წინაშეც ინტერნეტ მმართველობის სფეროს საქართველო და ზოგადად რეგიონი დგას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოში მიმდინარე ინტერნეტ პენეტრაცია, ელექტრონული მმართველობისა თუ ახალი დომენის გაცემის შესაძლებლობლები. ექპერტების მიერ აქტიურად იყო მიმოხილული ასევე ევროპის საბჭოს მიერ მიღებული უკანასკნელი რეკომენდაციები, რომლებიც ნეტ ნეიტრალურობასა და ახალი მედიის ცნებას შეეხება. დისკუსიის საგანი იყო ასევე ბავშვების ონლაინ დაცვა, ახალი და სოციალური მედის ეთიკური სტანდარტები და ინტერნეტ მედიის სამართლებრივ რეგულაციასთან დაკავშირებული პრობლემები.
მეორე ეროვნული ინტერნეტ მმართველობის ფორუმის წარმატებით ჩატარების გათვალისწინებით, ფორუმის ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება მიიღეს, აღნიშნული სახის ფორუმის ყოველწლიური ორგანიზება.


