2016 წლის 20-21 ივნისს ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი მართავს რეგიონულ კონფერენციას თემაზე „სიძულვილის ენა მედიაში“. ღონისძიებას დაესწრებიან აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნის მედია სექტორის წარმომადგენლები.
რეგიონალური კონფერენციის ფარგლებში წამყვანი ევროპელი ექსპერტები წარმოადგენენ ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით და ასევე საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას თუ როგორ მოხდეს სიძულვილის ენის წინააღმდეგ დაპირისპირება. ექსპერტები წარმოადგენენ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის ბოლო კვლევის ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რომელიც მათ შორის მედიაში რასიზმის თუ შეუწყნარებლობის გამოხატულებას შეეხება. მედიის წარმომადგენლები გაგვაცნობენ როგორც თავიანთ ქვეყანაში ასევე რეგიონში მედია სექტორში მიმდინარე მოველენებს და პრობლემებს დაკავშირებულს სიულვილის ენასთან. და ბოლოს კოფერენციაში მონაწილეები მიმოიხილავენ მედია ორგანიზაციებისათვის არსებულ საკანომდებლო და ეთიკის ნორმებს.
ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის კავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „პროფესიული და პასუხისმგებლიანი ჟურნალიზმის გაძლიერება რეგიონალური თვითრეგულაციის ორგანოს ქსელის მხარდაჭერის გზის“ ფარგლებში. პროექტის იმპლემენტაცია 2015 წლის იანვარში დაიწყო და მთავარი მიზანია სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის თვითრეგულაციის ორგანოებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის დამყარება, მათ შორის ინფორმაციისა და გამოცდილების რეგულარული გაზიარების უზრუნველყოფა, რათა გაუმჯობესდეს მათი ხილვადობა, მნიშვნელობა და ეფექტურობა. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ეთიკის ნორმებთან დაკავშირებული ტრანსასაზრვრო სასარჩელო მექანიზმის გაუმჯობესებას და რეგიონალური თვითრეგულაციის ქსელის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას.



