Back ყოველწლიური შეხვედრა რეგიონული ქსელის თვითრეგულირების ორგანოებისა

ყოველწლიური შეხვედრა რეგიონული ქსელის თვითრეგულირების ორგანოებისა

2016 წლის 16-17 ივნისს ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან ერთად მართავს რეგიონული ქსელის თვითრეგულირების ორგანოების ყოველწლიურ შეხვედრას. ღონისძიებას დაესწრებიან აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის, რუსეთისა ფედერაციისა და ბალკანეთის ქვეყნების თვითრეგულაციის ორგანოს წარმომადგენლები.

ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს მათ შორის იმ მოვლენებსა და გამოწვევებს რომელთა წინაშე დღეს რეგიონში არსებული თვითრეგულაციის ინსტიტუტები დგანან, ასევე არსებული მედია პროპაგანდის სახეები და მათ წინააღმდეგ შესაძლო ბრძოლის გზები. შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ, მათ შორის მედია პროპაგანდის წინააღმდეგ შესაბამისი დოკუმენტის მიღება და ეფექტური ტრანსსაზღვრო სასარჩელო მექნამიზების შემოღების თაობაზე. ამავდროულად მონაწილეები მიმოიხილავენ თავიანთ ქვეყანაში არსებული მედია მდგომარეობას.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის კავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „პროფესიული და პასუხისმგებლიანი ჟურნალიზმის გაძლიერება რეგიონალური თვითრეგულაციის ორგანოს ქსელის მხარდაჭერის გზის“ ფარგლებში.  პროექტის იმპლემენტაცია 2015 წლის იანვარში დაიწყო და მთავარი მიზანია სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის თვითრეგულაციის ორგანოებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის დამყარება, მათ შორის ინფორმაციისა და გამოცდილების რეგულარული გაზიარების უზრუნველყოფა, რათა გაუმჯობესდეს მათი ხილვადობა, მნიშვნელობა და ეფექტურობა. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ეთიკის ნორმებთან დაკავშირებული ტრანსასაზრვრო სასარჩელო მექანიზმის გაუმჯობესებას და რეგიონალური თვითრეგულაციის ქსელის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას.

ლოპოტა სასტუმრო, კახეთი, საქართველო
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page