16-17 სექტემბერს ბათუმში გაიმართა რიგით მეორე მულტისექტორული შეხვედრა პროკურორების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, რომლებიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს სხვადასხვა სერვისს აწვდიან. შეხვედრის მიზანი იყო იმ უწყებებს და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის და კოორდინაციის ხელშეწყობა, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუშაობენ.
შეხვედრა წარმოადგენდა ერთგვარ პლატფორმას დასავლეთ საქართველოში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის რეგიონალური ოფისის თანამშრომლებს, ჰქონდათ შესაძლებლობა წარმოედგინათ საკუთარი საქმიანობის სფერო და მიმართულებები. დისკუსია ძირითადად დაეთმო იმ გამოწვევების განხილვას, რომელიც არსებობს მსხვერპლთა რეფერირების და მათთვის სერვისების მიწოდების კუთხით.
მულტისექტორულ შეხვედრები ეწყობა გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით.
ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის ‘ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძლა და პრევენცია საქართველოში“ ფარგლებში.

