Back რეგიონული შეხვედრები ბილინგვურობისა და უმცირესობათა ენებზე განათლების შესახებ

რეგიონული შეხვედრები ბილინგვურობისა და უმცირესობათა ენებზე განათლების შესახებ

2016 წლის 24, 25 და 26 ოქტომბერს, ევროპის საბჭომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, უმცირესობათა ენებზე განათლების შესახებ დმანისში, თეთრიწყაროში, წალკაში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში, ახალციხეში, ბორჯომში, ძველ ქანდასა და რუსთავში (ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით) ცხრა საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ღონისძიებებისას წარმოდგენილი იქნა ახალი ორენოვანი   ბროშურები, რომელთა მიზანიც ბილინგვური განათლების (ქართულ-სომხური/ასურული/აზერბაიჯანული/გერმანული/ბერძნული და რუსული) პოპულარიზაციაა. შეხვედრებისას მოხდა შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისა და სასკოლო საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება აღნიშნულ ბროშურებზე, რომლებშიც საუბარია  სახელმწიფო ენის შესწავლის აუცილებლობაზე, მშობლიური ენების შენარჩუნების მხარდაჭერისა და ზოგადად ბილინგვურობის  მნიშვნელობაზე.  

ბროშურები შემუშავებულია უმცირესობათა 13 ენაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. ეს ენებია: აზერბაიჯანული, ასურული, აფხაზური, ბერძნული, გერმანული, კურმანჯი/ქურთული, ოსური, რუსული, სომხური, უდიური, უკრაინული, ქისტურ/ჩეჩნური და ხუნძური.

გარდა  საქართველოში ტრადიციულად მცხოვრები ეროვნული უმცირესობების შესახებ ინფორმაციისა, ბროშურებში ასევე წარმოდგენილია  სკოლების ჩამონათვალი, სადაც ეს ენები ისწავლება. აქვე მოცემულია  პრაქტიკული ინფორმაცია მშობლებისათვის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს სკოლებში ბავშვების რეგისტრაცია.   

ბროშურების პრეზენტაციის შემდეგ, ყველა მონაწილემ მხარდაჭერა გამოხატა აღნიშნული პუბლიკაციის  მიმართ და  მზადყოფნა გამოთქვა მისი თემში შემდგომი გავრცელების თაობაზე. მონაწილეებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება უმცირესობათა ენებზე ახალი სახელმძღვანელოების შემუშავების აუცილებლობაზე.

შეხვედრების ორგანიზება მოხდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში და რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია“ ფარგლებში. მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება იგეგმება საგარეჯოში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტასა და თელავში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge