3-4 დეკმებერს, 2-დღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ევროსაბჭოს ექსპერტებთან და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად განხილულ იქნა დოკუმენტი, რომელიც ევროპის საბჭოს ექსპერტებმა ციხეებში ჯანდაცვის სერვისების ხარისხის კონტროლის გასაუმჯობესებლად შეიმუშავეს. დოკუმენტი შედგება ხარისხის კონტროლის გაუმჯობესების კონცეფცის, გაიდლაინებისა და მონიტორინგის ინსტუმენტებისგან. მონიტორინგის ინსტრუმენტების გამოყენება მიზნად ისახავს ციხეებში ჯანდაცვის სერვისების ხარისხის უზრუნველყოფის შეფასებას.
აღნიშნული დოკუმენტი ხარისხის უზრუნველყოფის მიდგომებს, ძირითად ელემენტებს, დანერგვის საფეხურებს, სამუშაო მეთოდს, მონიტორინგის ინსტრუმენტებს და სხვა. მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს.
ევროკავშირი და ევროპის საბჭო მომავალშიც გააგრძელებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერას ციხეებში ჯანდაცვის ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვაში.
ღონისძიება გაიმართა პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” - ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშომლობის ნაწილია.
ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

