ევროპის საბჭოს ორგანიზებით, ა.წ. 2 ივნისს გაიმართა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის_“საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა“_ოფიციალური გახსნითი ცერემონია.
გახსნით შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ძირითად მიმართულებებს, რაზეც პროექტი მოახდენს ფოკუსირებას. ესენია:
- საკანონმდებლო ბაზის დახვეწა
- ასოციაციის მართვის სტილის/მენეჯმენტის უნარების გაუმჯობესება
- ეთიკის კომისიისა და რეგულაციების მუშაობის დახვეწა
- განგრძობადი იურიდიული განათლების ხელშეწყობა
- საკვალიფიკაციო გამოცდის ფორმატის დახვეწა
გახსნითი ღონისძიების სპიკერებმა ხაზი გაუსვეს ადვოკატის როლს მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირებაში. შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ პროექტის ექსპერტის რეკომენდაციებსა და მოსაზრებებს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობასთან მიმართებაში. ღონისძიების გახსნითი ნაწილი შეაჯამა კითხვა-პასუხის სესიამ, სადაც გამოითქვა არაერთი საინტერესო ინიციატივა.
გახსნითი ღონისძიების შემდეგ გაიმართა პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრა, რომლის წევრებიც არიან როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ევროკავშირი, როგორც დონორი ორგანიზაცია და პროექტის მთავარი ბენეფიციარის_„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოსა და ეთიკის კომისიის წევრები. მმართველმა კომიტეტმა განიხილა და დაამტკიცა პროექტის სამუშაო გეგმა. მმართველი კომიტეტი შეჯერდა, რომ შემდეგი შეხვედრა გაიმართება 16-13 ნოემბრის კვირაში.
