Back საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მმართველი გუნდი სტრატეგიულ მიზნებს და 2016 წლის სამოქმედო გეგმას განიხილავს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მმართველი გუნდი სტრატეგიულ მიზნებს და 2016 წლის სამოქმედო გეგმას განიხილავს

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივმა პროექტმა „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერამ“ 26-27 თებერვალს ორგანიზება გაუკეთა სტრატეგიული და ფინანსური დაგეგმარებისა და შეფასების ორდღიან სემინარს, რომელიც მიმართული იყო ადვოკატთა ასოციაციის მმართველი გუნდის და თანამშრომლების შესაძლებლობების ზრდისა და მართვის მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებისაკენ. ტრენინგი მიზნად ისახავდა ადვოკატთა ასოციაციისათვის  მართვის მექანიზმების გაცნობას, რაც ხელს შეუწყობს შუალედური სტრატეგიის შეფასებას და არსებულ სტრატეგიაზე დაყრდნობით, წლიური სამოქმედო გეგმის და ასოციაციის ბიუჯეტის მომზადებას. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ბ-ნ ზაზა ხატიაშვილმა, მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ევროპული სტანდარტების გაცნობის შესაძლებლობისთვის, რაც მისი აზრით, წარმოადგენს ერთგვარ სტიმულს მუდმივი პროგრესისთვის. სემინარის წარმატება განაპირობა ადვოკატთა ასოციაციის მმართველი გუნდის, ეთიკის კომისიის და სასწავლო ცენტრის აქტიურმა ჩართულობამ. ტრენინგი კომბინირებული იყო როგორც სტრატეგიული და ფინანსური დაგეგმვის თეორიული ასპექტებით, ასევე წევრი ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციის საუკეთესო გამოცდილებებით. ტრენინგისადმი აღნიშნულმა მიდგომამ,  გამოცდილების გაზიარებამ და ჯგუფურმა სამუშაოებმა მონაწილეები უფრო მეტად დაარწმუნა 2016 წლის სამოქმედო გეგმის მიმართულებების გადახედვაში.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მმართველი გუნდის წარმომადგენლები შეჯერდნენ მომავალი წლის რამდენიმე კონკრეტულ მიმართულებაზე და აღნიშნეს რომ 2016 წლის სამოქმედო გეგმა აუცილებლად გადაიხედება ვიდრე ის წარედგინება აღმასრულებელ საბჭოს დასამტკიცებლად. დასასრულს, აღმასრულებელი საბჭოს წევრმა აღნიშნა, რომ „მომავალში, ხმის მიცემის დაწყებამდე, ყოველთვის წარმოიდგენენ სტრატეგიული დაგეგმვის ციკლის გრაფიკულ გამოსახულებას და უკეთ განსჯიან თითოეულ ნაბიჯს”.

ტრენინგი განხორციელდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის, უკრაინის და ბელორუსიის პროგრამული თანამეგობრობის ჩარჩოს მიერ. ევროპის საბჭო და ევროკავშირი აღნიშნულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის ფარგლებში ცდილობენ დაეხმარონ ამ ქვეყნებს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაში ევროპული სტანდარტების დანერგვასა და მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge