ევროპის საბჭომ, USAID-თან და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, გამართა ორდღიანი ტრენინგი სამართლებრივ წერასა და ანალიზში. ტრენინგის მიზანი იყო ეთიკის კომისიისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ხარისხიანი, მკაფიო და კარგად დასაბუთებული გადაწყვეტილებების მისაღებად. ტრენინგი ჩატარდა ბორჯომში, 13-14 თებერვალს. ორმა ქართველმა ექსპერტმა შეისწავლა ეთიკის კომისიის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, რათა მოეხდინა იმ სფეროების იდენტიფიცირება რომელიც მეტ სიცხადეს საჭიროებდა. შედეგად, შემუშავდა სასწავლო პროგრამა, რომელიც მორგებული იყო კომისიის წევრებისა და ადვოკატების კონკრეტულ საჭიროებებზე.
ტრენინგის განმავლობაში მონაწინეებმა გააანალიზეს მათ მიერ დაწერილი ფაქტობრივი გადაწყვეტილებები, განსაზღვრეს ხარვეზები და CREAC/IRAC-ის სამართლებრივი წერის მეთოდებზე დაყრდნობით, დაარედაქტირეს აღნიშნული გადაწყვეტილებები. მონაწილეები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ "მეტი დრო შეიძლება დაეთმოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებას, ვიდრე მის უბრალოდ წინასწარ გამზადებულ ჩარჩოში მოქცევას“.
ტრენინგი განხორციელდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის, უკრაინის და ბელორუსიის პროგრამული თანამეგობრობის ჩარჩოს მიერ. ევროპის საბჭო და ევროკავშირი აღნიშნულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის ფარგლებში ცდილობენ დაეხმარონ ამ ქვეყნებს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაში ევროპული სტანდარტების დანერგვასა და მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაში.

