22-23 იანვარს, ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში, რომელიც შიდა და გარე კომუნიკაციის ეფექტურ გზებს მიეძღვნა. პირველ დღეს, ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტმა, ქ-ნ კლერ ჰოგანმა მიმოიხილა სტატუს კვო და ის გამოწვევები, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წინაშე შეიძლება დადგეს მის წევრებთან და გარე აუდიტორიასთან დაკავშრებისას. აღნიშნულ სესიას მოჰყვა კომუნიკაციის სტრატეგიის სამი მნიშვნელოვანი საკითხის: გზავნილის, მედიის და ბაზრის ანალიზი. ქ-ნ ჰოგანმა, რომელიც ასევე ირლანდიის ადვოკატთა ასოციაციის საგარეო კომუნიკაციების კომიტეტის წევრია, მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება ყოველკვირეული ონლაინ ბიულეტინის წარმოებასთან დაკავშირებით. მან ასევე ისაუბრა წლიურ ჟურნალზე და სხვა ინსტრუმენტებზე, რომელიც უზრუნველყოფს მედიის ჩართულობის ეფექტურ სტრატეგიას. ქ-ნ ჰოგანმა ასევე წარმოადგინა ის ვირტუალური ოთახი, რომელსაც სპეციალური პაროლის მეშვეობის ყველა ირლანდიელი ადვოკატი იყენებს და წარმოადგენს ადვოკატებში შეტყობინების გავრცელების მარტივ გზას.
მეორე დღეს, კომუნიკაციების ქართველმა ექპერტმა, ბ-ნ ვლადიმერ მკერვალიშვილმა, განიხილა ეფექტური ზოგადი გზები, მონაწილეებს მისცა პრაქტიკული რჩევები ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციისათვის. ტრენინგის მონაწილეებმა გაიზიარეს რეკომენდაციები და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტის დაბალანსებული მიდგომის გაზიარების მნიშვნელობას. ასევე დაისახა კონკრეტული გეგმები ყოველთვიური ონლაინ ბიულეტინის გავრცელებასთან დაკავშირებით.
ტრენინგი განხორციელდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის, უკრაინის და ბელორუსიის პროგრამული თანამეგობრობის ჩარჩოს მიერ. ევროპის საბჭო და ევროკავშირი აღნიშნულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის ფარგლებში ცდილობენ დაეხმარონ ამ ქვეყნებს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაში ევროპული სტანდარტების დანერგვასა და მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაში.

