Back ევროპის საბჭოს ეგიდით ჩატარდა სასწავლო ციკლის დაგეგმვის ტრეინინგი

ევროპის საბჭოს ეგიდით ჩატარდა სასწავლო ციკლის დაგეგმვის ტრეინინგი

11-12 მარტს, პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო პროექტის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერის“ ფარგლებში გაიმართა  სასწავლო ციკლის მართვის სემინარი. აღნიშნული შეხვედრა მიმართული იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლებზე და ასევე საგანმანათლებლო საბჭოს წევრებზე.  ეს სწორედ ის ორგანოებია, რომლებიც ჩართულნი არიან სასწავლო საჭიროებების იდენტიფიცირებაში, მოდულების დაგეგმვაში, ტრენინგების შინაარსის ზედამხედველობასა და შეფასებაში.

სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ქ-ნ თინა ქარსელაძემ, ხაზი გაუსვა  შესაძლებლობების ზრდაში მისი თანამშრომლების ჩართულობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ  „ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს აქვთ საშუალება გაეცნონ ევროპის საუკეთესო გამოცდილებას ტრენინგ საჭიროებების იდენტიფიცირების და მათი შეფასებისთვის“. აღნიშნული სემინარის მიზანსაც სწორედ ადვოკატებზე უშუალოდ მორგებული ტრენინგ მოდულების განსაზღვრა და დაგეგმვა წარმოადგენდა.  ევროპის საბჭოს ექპერტმა მთავარი აქცენტი გააკეთა სასწავლო ციკლის პირველ (საჭიროებების განსაზღვრა) და ბოლო (ტრენინიგის შეფასება) ფაზაზე, სემინარის მსვლელობისას ის მონაწილეებს სამუშაო კითხვარების შედგენაშიც დაეხმარა.  შედეგად, საქათველოს ადვოკატთა ასოციაციამ მიიღო სწორედ ფორმულირებული ტრენინგ საჭიროებების განსაზღვრისა და ტრენინგის შეფასების კითხვარი, რაც სასწავლო ცენტრს მომავალი საქმიანობის დაგეგმვაში დაეხმარება. სემინარის დროს ასევე შეფასდა ადვოკატების საყოველტაო კვლევის შედეგები ტრენინგ საჭიროებების მიმართულებით და სასწავლო ცენტრისათვის გაიწერა კონკრეტული რეკომენდაციები მათი პრაქტიკაში განსახორციელებლად.

შეხვედრა განხორციელდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის, უკრაინის და ბელორუსიის პროგრამული თანამეგობრობის ჩარჩოს მიერ. ევროპის საბჭო და ევროკავშირი აღნიშნულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის ფარგლებში ცდილობენ დაეხმარონ ამ ქვეყნებს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაში ევროპული სტანდარტების დანერგვასა და მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge