Back ფაქტების დამდგენი მისიის ვიზიტი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, ა.წ. 11-13 მარტს გაიმართა ფაქტების დამდგენი მისიის ვიზიტი. აღნიშნული მისიის მიზანი იყო ადვოკატთა ასოციაციის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შესწავლა და ანალიზი. ამასთანავე, მისიის მნიშვნელოვან დანიშნულებას წარმოადგენდა მთავარი დაინტერესებული მხარეების საჭიროებების ანალიზი, რაც ხელს შეუწყობს მომავალში პროექტის აქტივობების სწორად დაგეგმვას.  ზემოხსენებული მისიის ფარგლებში, საქართველოში ჩამოვიდნენ პროექტის მენეჯერი, ქ-ნი მელოდი საჰრაიე და მოწვეული ექსპერტი, ბ-ნი რიტის იოკუბაუსკასი, რომლებმაც თბილისის ოფისის წარმომადგენლებთან ერთად, გამართეს შეხვედრები ადვოკატთა ასოცოაციის მმართველ ორგანოებთან, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან.

მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბ-ნი რიტის იოკუბაუსკასი მოამზადებს საჭიროებათა შეფასების ანგარიშს, რომელიც შემდგომში გამოიყენება პროექტის კონკრეტული სამუშაო გეგმის, მიზნებისა და აქტივობების განსასაზღვრად. ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ამ ერთობლივი პროექტის საბოლოო მიზანია ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობა ასოციაციის მმართველი რგოლისა და ინდივიდუალური ადვოკატების შესაძლებლობების გაზრდით.პროექტი დამატებით ითვალისწინებს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge