ევროპის საბჭომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, მხარი დაუჭირა სამუშაო შეხვედრის ორგანიზებას, სადაც განხილულ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების აქტუალურ საკითხები. აღნიშული შეხვედრის მიზანი იყო მოსამართლეებისა და ადვოკატების დისკუსიაში ჩართვა, რაც ხელს შეუწყობდა პრეცედენტულ სამართალთან დაკავშირებულ საკითხებზე ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას.
შეხვედრა ჩატარდა თბილისში, 27 ოქტომბერს. ორმა ადგილობრივმა მოსამართლემ ქ-ნ ნათია გუჯაბიძემ და ქ-ნ ქეთი მესხიშვილმა წარმოადგინეს იურიდიული პრაქტიკისა და გამოწვევების სიღრმისეული ანალიზი. აღნიშნულმა პლატფორმამ საშუალება მისცა ადვოკატებს, პირდაპირ დაესვათ კითხვები იმ პირებისთვის, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი პრეცედენტული სამართლის ფორმირებისა და ინტერპრეტაციის პროცესში.
ადვოკატებმა მოსამართლეებისგან მიიღეს დადებითი გამოხმაურება პროფესიულ განვითარებასთან და იმ პროგრესთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ არსებობის 10 წლის განმავლობაში მიაღწია. მონაწილეები შეთანხმდნენ სამართლიანი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპებზე და ასევე აღნიშნული პრინციპების მიღწევის გზებზე. ევროპის საბჭო გააგრძელებს მოსამართლეებისთვის, ადვოკატებისთვის და სხვა იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის საერთო ფორუმების უზრუნველყოფას, რომელიც რელევანტური საკითხების განხილვას დაეთმობა.
ეს შეხვედრა შედგა ევროპის საბჭოს „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდელობისა და ეფექტიანობის გაძლიერების“ და ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერის“ კოორდინირებული მხარდაჭერითა და მუშაობით. ევროპის საბჭო და ევროკავშირი სომხეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, მოლდოვას რესპუბლიკასთან, უკრაინასთან და ბელორუსიასთან თანამშრომლობის ფარგლებში ცდილობენ დაეხმარონ ამ ქვეყნებს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაში ევროპული სტანდარტების დანერგვასა და მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაში.

