17-18 დეკემბერს, ყვარელში ქართველი მოსამართლეების ორი ჯგუფი დაესწრო ტრენინგს თემაზე- კორუფციული დანაშაულის ეფექტური განხილვის გზები. სისხლის სამართლის მოსამართლეებმა ქუთაისის, რუსთავის, თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან და თბილისის სააპელაციო სასამართლოდან ხაზი გაუსვეს იმ პრობლემებს, რომელსაც ისინი ხვდებიან დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის ეტაპებზე. სისხლის სამართლის მოსამართლემ ხორვატიიდან განიხილა კორუფციის კვალიფიკაციის თანამედროვე გამოწვევები რომელიც კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის ახალ ფორმებთან არის დაკავშირებული. მონაწილეებმა ასევე მოისმინეს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს რელევანტური გამოცდილების მაგალითები ისეთ თემებზე როგორიცაა: მტკიცებულების დასაშვებობა ფარული აგენტის ჩართვით, სამართლიანი სასამართლოს ელემენტები, მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფის გზები, უდანაშაულობის პრეზუმფცია და სახელმწიფო აგენტების მოვალეობები გახმაურებული კორუფციული დანაშაულის განხილვისას ეროვნულ სასამართლოებში.
აღნიშნული ტრენინგი არის ნაწილი იმ ციკლისა, რომელიც ასევე მოიცავს მოდულის შემუშავებას, რომელიც გაგრძელდება ქართველი მოსამართლე ტრენერების დატრენინგებით, რაც საშუალებას მისცემს იუსტიციის უმაღლეს სკოლას რომ მომავალში თავად ჩაატაროს კორუპციასთან დაკავშირებული ტრენინგები. ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.
