Back ტენდერი კერამიკული ღუმელების, მოწყობილობების და მასალების შეძენაზე

ტენდერი კერამიკული ღუმელების, მოწყობილობების და მასალების შეძენაზე

პროექტის „ჯანდაცვის უზრუნველყოფის გაუმჯობესება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ ფარგლებში, ევროპის საბჭო აცხადებს ტენდერს ტენდერი კერამიკული ღუმელების, დანადგარებისა და მასალების შეძენაზე. 

წინამდებარე ტენდერი დაყოფილია შემდეგ ლოტებად:

ლოტი 1:  კერამიკული ღუმელი

ლოტი 2: კერამიკული მასალები (ღუმელის თაროები, კერამიკის ყალიბი სხვადასხვა ფორმის)

ლოტი 3: მოწყობილილობა (სტელაჟი ლითონის თაროებით)

ტენდერში მონაწილეობის პირობები და სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

 

ინფორმაცია ტენდერის შესახებ

ხელშეკრულება

ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტების შევსებაზე

 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 7 აპრილი. განაცხადი და ყველა დამატებითი საბუთი უნდა გაიგზავნოს მხოლოდ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected].  გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ შემდეგი ტექსტი: “Tender -Procurement of Kilns, Ceramic Supplies and Equipment”. სხვა მისამართზე გაგზავნილი განაცხადები ავტომატურად გამოირიცხება ტენდერიდან.

მიმდინარე ტენდერის შესახებ კითხვების გაგზავნა შესაძლებელია ინგლისურ ენაზე, განაცხადის შემოტანის ბოლო ვადამდე არაუგვიანეს 6 (ექვსი) სამუშაო დღით ადრე, შემდეგ მისამართზე [email protected].  გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ შემდეგი ტექსტი: “Questions – Tender on Procurement of Kilns, Ceramic Supplies and Equipment”.

14 მარტი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

პროექტი მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და უფლებების დაცვას, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების (ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური დახმარების), ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული სერვისების და სხვა შესაბამისი თერაპიული და სარეაბილიტაციო ღონისძიებების  ხელმისაწვდომობის, მიწოდების ხარისხისა და ორგანიზების  გაუმჯობესების გზით.

პროექტი დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებასა და შემდგომ განვითარებაში და პროფესიული შესაძლებლობების განვითარებაში, რათა უზრუნველყოს პატიმართა და პრობაციონერთა ჯანმრთელობის დაცვის ეკვივალენტობა და უწყვეტობა, ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

რის მიღწევას ველით?
  • გაძლიერებული პოლიტიკის, მარეგულირებელი და სტრატეგიული ჩარჩოები ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სერვისების მიწოდებისა და ორგანიზებისთვის;
  • გაუმჯობესებული ინსტრუმენტები და მეთოდოლოგიები  ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ეროვნული ორგანოებისთვის, პენიტენციური და პრობაციის სისტემებში ფსიქიკური ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ხარისხის ეფექტური მონიტორინგის უზრუნველსაყოფად;
  • პენიტენციური და პრობაციის სისტემების მენეჯმენტის, ოპერაციული და სამედიცინო პერსონალის, ასევე დამოუკიდებელი მონიტორინგის ორგანოების თანამშრომლების გაზრდილი შესაძლებლობები და უნარები, რათა  ეფექტურად უზრუნველყონ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხარისხი, ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებული სერვისები და სხვა შესაბამისი თერაპიული და სარეაბილიტაციო ღონისძიებები.
პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები:

პარტნიორები: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი; პრევენციის ეროვნული მექანიზმი; სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

საბოლოო ბენეფიციარები: პატიმრები და პრობაციონერები; ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრები, სპეციალური მოპყრობის საჭიროების მქონე პატიმრები, დამოკიდებულებების მქონე პატიმრები (ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული აშლილობები), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა მოწყვლადი პატიმრები,  ქალი პატიმრები, არასრულწლოვანი პატიმრები, პატიმართა და პრობაციონერთა ახლო ნათესავები და ა.შ.

როგორ იმუშავებს პროექტი?

პროექტი ეყრდნობა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს  ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ (2010-2017), ასევე, ნებაყოფლობითი შემოწირულობებით დაფინანსებული პროექტების  „თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესება საქართველოში“ (2018-2019) და „ადამიანის უფლებებისა და ჯანდაცვის ხელშეწყობის გაძლიერება პენიტენციურ სისტემაში“ (2019-2022) მიღწევებს.

საჭიროებათა შეფასება, საექსპერტო კონსულტაციები, მრგვალი მაგიდები, სამუშაო ჯგუფები და ექსპერტთა შეხვედრები, საჭიროებებზე მორგებული ტრენინგ პროგრამები - ერთობლიობაში უზრუნველყოფს პროექტის მიზნის მიღწევას.

ბიუჯეტი:

პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 600 000 ევროს.

პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში (2020-2023).

პროექტის ხანგრძლივობა:

პროექტი გაგრძელდება 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით.