Back საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ნარკოდამიკიდებულების საკითხთან დაკავშირებით განახლებული მონიტორინგის ინსტრუმენტი

საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ნარკოდამიკიდებულების საკითხთან დაკავშირებით განახლებული მონიტორინგის ინსტრუმენტი

2022 წლის 24-25 თებერვალს გაიმართა ორდღიანი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც დაეთმო პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის ინსტრუმენტის განახლებას, რათა მას მოეცვა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ნარკოდამოკიდებულების საკითხი. სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, მათ შორის პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტი და სპეციალური პრევენციული ჯგუფი.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა განიხილეს ევროპის საბჭოს საერთაშორისო კონსულტანტის მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები, მონიტორინგის ვიზიტების დროს გამოყენებული, არსებული ინსტრუმენტის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. შეხვედრის შედეგად შემუშავდა განახლებული ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას მისცემს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს სათანადოდ შეაფასოს, სხვა საკითხებთან ერთად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა შეყვანისას ნივთიერების გამოყენების და დამოკიდებულების სკრინინგის პრაქტიკა, აბსტინენციის კრიზისის დროული მკურნალობის საკითხი, ოპიოიდების აგონისტებით მკურნალობის ხელმისაწვდომობა, ფსიქოსოციალური სერვისები, რომლებსაც სთავაზობენ ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებით გამოწვეული აშლილობის მქონე პატიმრებს, აგრეთვე, გათავისუფლების შემდეგ, ზრუნვის უწყვეტობის საკითხი.

აღნიშნული სემინარი ორგანიზებული იყო პროექტის ადამიანის უფლებებისა და ჯანდაცვის ხელშეწყობის გაძლიერება პენიტენციურ სისტემაში მიერ. პროექტი დაფინანსებულია საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

24-25 February 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

პროექტი დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას პენიტენციურ სისტემაში ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებების შემდგომ გაუმჯობესებაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვას. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს სუიციდის პრევენციის პროგრამების გაგრძელებას და ციხის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, სისტემაში დასაქმებული ფსიქოლოგებისა და სამედიცინო პერსონალის სპეციალურ გადამზადებას, პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებისა და სახალხო დამცველის აპარატის პროფესიულ გაძლიერებას, ჯანდაცვის საკითხებზე პატიმართა უფლებებისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ პატიმრების ცნობიერების ამაღლებას.

 

პროექტი გვთავაზობს საკითხების მიზნობრივ გადაწყვეტას შემდეგი მიმართულებებით:

(ა) პატიმრებისთვის ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მისაწვდომობის გაუმჯობესებას;

(ბ) ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის კონტროლის ხარისხიანი შიდა მექანიზმის შექმნას.

რის მიღწევას ველით?
  • გაუმჯობესებული რეგულაციები და პოლიტიკის ჩარჩო, ფსიქიკური აშლილობისა და ნარკოდამოკიდებულების მქონე პატიმრების პრობლემების გადასაჭრელად;
  • შემუშავებული და პრაქტიკაში გამოყენებული ფსიქიატრიული და სხვა პერსონალის სათანადო სამუშაო მეთოდები;
  • შემუშავებული და პრაქტიკაში დანერგილი მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხის მონიტორინგისა და ზედამხედველობის კონტროლის მექანიზმებსა და სისტემებს;
  • მონიტორინგის მექანიზმის გაძლიერებული შესაძლებლობები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მონიტორინგისა და ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებების გაწევის ხარისხი;
  • პატიმრების გაზრდილი ცნობიერება ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებებისა და პროგრამების შესახებ.
პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები:

პარტნიორები: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი; პრევენციის ეროვნული მექანიზმი; სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.

საბოლოო ბენეფიციარები: პატიმრები, პრობაციონერები და საზოგადოება. 

როგორ იმუშავებს პროექტი?

პროექტი ეყრდნობა მანამდე განხორციელებული ისეთი პროექტების ფარგლებში შეძენილ გამოცდილებას, როგორიცაა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობით ორ ეტაპად განხორციელებული ერთობლივი პროექტი „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ (2010-2017), და ნებაყოფლობითი შემოწირულობებით დაფინანსებული პროექტი  „თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესება საქართველოში“ (2018-2019).

საჭიროებათა შეფასება, საექსპერტო კონსულტაციები, მრგვალი მაგიდები, სამუშაო ჯგუფები და ექსპერტთა შეხვედრები, საჭიროებებზე მორგებული ტრენინგ პროგრამები - ერთობლიობაში უზრუნველყოფს პროექტის მიზნის მიღწევას.

ბიუჯეტი:

პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 600 000 ევროს.

პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

პროექტის ხანგრძლივობა:

პროექტი გაგრძელდება 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.