Back ახალგაზრდული მშვიდობის ბანაკი 2024 – განაცხადების მიღება გახსნილია

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 24 მარტი 2024, 23:59 CET
ახალგაზრდული მშვიდობის ბანაკი 2024 – განაცხადების მიღება გახსნილია

ახალგაზრდული მშვიდობის ბანაკი არის ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სექტორის წამყვანი აქტივობაა მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშესაწყობად. ახალგაზრდული მშვიდობის ბანაკის პროექტი 2003 წელს დაიბადა, ევროპის საბჭოს ნდობის აღდგენის ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში. იგი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან, შეხვდნენ ერთმანეთს და ერთად გაიაზრონ კონფლიქტების გარდაქმნის პროცესი.

ბანაკის მსვლელობისას მონაწილეები ექსპერიმენტულ სასწავლო პროცესში არიან ჩართულები და კომპეტენიცას იმაღლებენ მშვიდობის მშენებლობის, კულტურათაშორისი სწავლების, დიალოგისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის სფეროებში, ადამიანის უფლებათა ჭრილში.

ახალგაზრდული მშვიდობის ბანაკის უნიკალური მიდგომა შესაძლებლობას იძლევა ახალგაზრდებმა უკეთ გაიაზრონ კონფლიქტები და მათი ტრანსფორმაცია კონფლიქტების შედეგად დაზარალებული სხვა ახალგაზრდების მოსმენისა და მათთან ერთად ცხოვრების გზით. ევროპის ახალგაზრდული ცენტრი შესაბამის გარემოს უქმნის სხვადასხვა კონფლიქტური რეგიონებიდან ახალგაზრდებს, რათა ერთად გაიღრმავონ ცოდნა კონფლიქტების შესახებ, სხვა ახალგაზრდებს გაუზიარონ კონფლიქტებთან გამკლავების თავიანთი გამოცდილება და განავითარონ უნარ-ჩვევები მომავალში კონფლიქტის ტრანსფორმაციის თემაზე პროექტებსა და ინიციატივებში მონაწილეობის და წამოწყების მიზნით.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ინგლისურ ენაზე

 

  2 – 11 ივლისი 2024

  ევროპული ახალგაზრდული ცენტრი, სტრასბურგი

  ინფორმაცია მონაწილეებისათვის (ინგლისურ ენაზე)

  შეავსეთ განაცხადი

 განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 24 მარტი 2024, 23:59 CET

 

სტრასბურგი, საფრანგეთი 11 მარტი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge