Back ახალგაზრდა ევროპელი ელჩები სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას სწავლობენ და მიღებულ ცოდნას თავის ქვეყნებში ავრცელებენ

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას სწავლობენ და მიღებულ ცოდნას თავის ქვეყნებში ავრცელებენ

როგორ ამოვიცნოთ მავნე ნარატივი, სანამ ის ფართოდ გავრცელდება და დამკვიდრდება? როგორ შევქმნათ ისეთი საზოგადოება, რომელშიც ადამიანები თავს ნამდვილად დაცულად იგრძნობენ? ამ კითხვებზე მარტივი პასუხები არ არსებობს, სწორედ ამიტომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან 20-მა ახალგაზრდამ ორი დღე საქართველოში აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას დაუთმო.

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი ინიციატივის ‘’დაბლოკე სიძულვილი, გააზიარე სიყვარული 2.0’’ (Block the Hatred, Share the Love 2.0) ფარგლებში ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილმა ახალგაზრდებმა განიხილეს, როგორ იქმნება და ვრცელდება სიძულვილის ენა და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ შეიძლება მასთან ეფექტიანი ბრძოლა.

დისკუსიები დაეფუძნა დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს შორის გამართულ შეხვედრებსა და გამოცდილების გაზიარებას. ღონისძიებამ მონაწილეებს ცნობიერების ამაღლებიდან კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლისკენ უბიძგა.

‘’რეგიონული სემინარები შესაძლოა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყოს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვით არიან დაინტერესებულები. ახალგაზრდა ევროპელი ელჩები აქტიური და მოტივირებული მოქალაქეები არიან. მათთვის იდეების გაცვლის, გამოცდილების გაზიარებისა და კომპეტენციების გაძლიერების პლატფორმის შექმნა ხელს შეუწყობს უფრო ინფორმირებული და ძლიერი საზოგადოების ჩამოყალიბებას’’, - განაცხადა ანი გოგოხიამ, ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა საქართველოდან.

მონაწილეებმა ისწავლეს დისკრიმინაციული ნარატივების ამოცნობა, მავნე შინაარსის შემცველი ინფორმაციის გავრცელების გზების გაანალიზება, როგორც ონლაინ, ისე რეალურ სივრცეში. აგრეთვე, ისეთი ინკლუზიური გზავნილების შემუშავება, რომლებიც ეფექტიანად მივა ადამიანებამდე. ჯგუფური მუშაობისა და გამოცდილების გაზიარებაზე დაფუძნებული აქტივობების მეშვეობით, მონაწილეებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ. ამასთან, მონაწილეები დაეუფლნენ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც თავის თემებთან მუშაობაში, რეგიონში ცნობიერების ამაღლებასა და მრავალფეროვნების ხელშეწყობაში დაეხმარება. სემინარის განმავლობაში მთავარი აქცენტი პრაქტიკულ საქმიანობაზე გაკეთდა: სემინარის მიზანი არა მხოლოდ პრობლების გააზრება, არამედ მასზე რეაგირებისთვის საჭირო უნარებისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების განვითარებაც იყო.

მოვლენების განსხვავებული პერსპექტივიდან დანახვის უნარის განვითარება დამოუკიდებლად რთულია . ამისთვის მნიშვნელოვანია გულწრფელი აზრთა გაცვლა და გამოცდილების გაზიარება. განსხვავებული კულტურის, ენისა და პოლიტიკური კონტექსტის მქონე ქვეყნების თანატოლებთან ერთად მუშაობამ მონაწილეებს უბიძგა, კრიტიკულად გადაეხედათ იმ შეხედულებებისთვისაც კი, რომელთა არსებობას საკუთარ თავში ვერც კი აცნობიერებდნენ. „სასიამოვნო და წამახალისებელი იყო სხვებისგან სწავლა და განსხვავებული პერსპექტივის დანახვა, თუ როგორ იქმნება, აღიქმება და ვრცელდება ნარატივები, როგორ ამოვიცნოთ და გავაანალიზოთ ისინი და როგორ ვუპასუხოთ მათ დაბალანსებულად“, — აღნიშნა საბინა რამაზანოვამ, ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა აზერბაიჯანიდან

ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა სომხეთიდან, ლილიტ სოფიანმა, განსხვავებული შეხედულებების გაცნობა ამ გამოცდილების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და შთამბეჭდავ ნაწილად შეაფასა. „მსგავსი ღონისძიებები იდეალური შესაძლებლობაა სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურული გარემოს წარმომადგენელი ახალგაზრდების გასაერთიანებლად, რათა შეიქმნას სივრცე ურთიერთგაგების, დიალოგისა და განსხვავებული მოსაზრებების გაზიარებისთვის“, — განაცხადა მან.

თუმცა, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მონაწილეებმა ღონისძიება დატოვეს არა მხოლოდ შეძენილი უნარებითა და ცოდნით, არამედ იმაზე უფრო მნიშვნელოვანითაც, რისი გაზომვაც რთულია — საკუთარი მიზნისა და სოლიდარობის განცდით. ნიკოლეტა პლამადეალამ, ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა მოლდოვის რესპუბლიკიდან ეს მარტივად და მკაფიოდ გამოხატა: „ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი უსაფრთხო გარემოს შექმნა, სადაც თითოეული ადამიანი თავს დაფასებულად იგრძნობს. მოტივირებულები ვართ, გავაგრძელოთ ინკლუზიის ხელშეწყობა და უფრო ტოლერანტული საზოგადოებების ჩამოყალიბებაზე მუშაობა“.

 

აქტივობა განხორციელდა პროექტების „თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ხელშეწყობა — უფრო მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებებისკენ“ და ‘’სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში’’, რომლებიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის ‘’პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის’’ ნაწილია.

კახეთი, საქართველო 11-12 ოქტომბერი, 2026 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge