Back ქცევითი მეცნიერების პრაქტიკაში ინტეგრირება სამართლის პროფესიონალებისთვის

ქცევითი მეცნიერების პრაქტიკაში ინტეგრირება სამართლის პროფესიონალებისთვის

2025 წლის 21-22 მაისს, ევროპის საბჭომ და ევროკავშირმა ორდღიანი სემინარი გამართეს ქცევითი მეცნიერების პრაქტიკაში ინტეგრირების შესახებ სამართლის პროფესიონალებისთვის. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს, თუ როგორ შეიძლება პერსონალური ღირებულებების აღქმამ გააძლიეროს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, განამტკიცოს კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობები და ხელი შეუწყოს ეთიკური პრაქტიკის ფორმირებას სამართლის სფეროში. ევროპის საბჭოს კონსულტანტმა 15 ადვოკატს გააცნო კოგნიტური მიკერძოების ძირითადი მახასიათებლები და მათი გავლენა გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს მორალური ღირებულებების მნიშვნელობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მონაწილეობა მიიღეს რამდენიმე რეალურ პრაქტიკულ სავარჯიშოში.

აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივ პროგრამას „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის და ევროპის საბჭოს მიერ და მას ახორციელებს ევროპის საბჭო.

თბილისი, საქართველო 21-22 მაისი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge