Back ბათუმში ტრენერთა ტრენინგი გაიმართა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ამოცნობისა და რეაგირების საკითხებზე

ბათუმში ტრენერთა ტრენინგი გაიმართა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ამოცნობისა და რეაგირების საკითხებზე

2025 წლის 3–4 ივნისს, ევროპის საბჭოს ორგანიზებით, ბათუმში ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ამოცნობისა და რეაგირების საკითხებზე აჭარის, გურიის და სამეგრელოს საგანმანათლებლო დაწესებულების 21 სოციალური მუშაკისა და მანდატურისთვის.

ტრენინგი ჩატარდა საერთაშორისო ექსპერტის - დევიდ რაიტისა და ადგილობრივი კონსულტანტის - მაია ცირამუას ხელმძღვანელობით. მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა ონლაინ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე, მათ შორის ახალ ტექნოლოგიებსა და ციფრულ სივრცეში არსებული რისკების შესახებ.

მონაწილეებმა გაიუმჯობესეს უნარები ონლაინ ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის ამოცნობისა და პრევენციის მიმართულებით და შეიძინეს ზოგადი ცოდნა კიბერბულინგის, დეზინფორმაციის, ტექნოლოგიის დამაჯერებელი ბუნებისა და ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე. ტრენინგზე განიხილეს პრაქტიკული სტრატეგიები და ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებით  მონაწილეებმა უნდა გააძლიერონ ონლაინ უსაფრთხოების ზომები საკუთარ ორგანიზაციებსა და საზოგადოებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშობლებთან მუშაობას – მათი ჩართულობის ზრდას და ბავშვებისთვის ჯანსაღი ციფრული ჩვევების ჩამოყალიბებას.

ღონისძიებამ ასევე ხელი შეუწყო პროფესიონალებს შორის კავშირების დამყარებას და ცოდნის გაზიარების მიზნით პროფესიული ქსელის შექმნას. მონაწილეები შეძლებენ თავიანთ კოლეგებს გაუზიარონ მიღებული ცოდნა, რითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება პროგრამის მასშტაბი და ეფექტი ქვეყნის მასშტაბით.

ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში, რომელიც ხორციელდება საქართველოსთვის ევროსაბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით.

ბათუმი, საქართველო 3-4 ივნისი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge