2026 წლის 10 თებერვალს, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა შეხვდა საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანსა და სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს, თამარ გვარამაძეს.
შეხვედრაზე ევროპის საბჭოსა და სახალხო დამცველს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 სამოქმედო გეგმის ფარგლებში.




