Back ევროპის საბჭო ორგანიზებას უწევს პილოტურ ტრენინგს სასამართლოს მენეჯერებისთვის სასამართლოს მენეჯმენტის პრაქტიკის შესახებ

2014 წლის 14-15 ნოემბერს, „მართლმსაჯულების სახლმა“ უმასპინძლა 2-დღიან პილოტურ ტრენინგს სასამართლოს მენეჯმენტის პრაქტიკის შესახებ, რომელიც საქართველოს სხვადასხვა სასამართლოს 16 მენეჯერისთვის ჩატარდა.

ტრენინგი ჩაატარეს ევროპის საბჭოს ექსპერტებმა გარ იენ ნგმ, რეიმონდ ჯონ ბერნინგემმა, ადგილობრივმა ექსპერტმა - მამუკა მახათაძემ და იუსტიციის უმაღლესი სკოლის იმ ოთხმა ტრენერმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს მიერ 2014 წლის 12-13 ნოემბერს ორგანიზებულ ტრენერთა ტრენინგში.

სასამართლოს მენეჯერებს ტრენინგი ჩაუტარდათ შემდეგ თემებზე: ევროპული სასამართლოს მენეჯმენტის პრაქტიკა, ხარისხი და ეფექტიანობა სასამართლოს მენეჯმენტში, თანამშრომელთა ჩართულობის წახალისება, მოტივაციის მექანიზმები, სამუშაოს შესრულების მენეჯმენტი, დროისა და სტრესის მართვა და ა.შ.

ტრენერთა ტრენინგისა და პილოტური ტრენინგის შედეგად, იუსტიციის სკოლაში შეიქმნა ტრენერთა გუნდი, რომელიც მზად იქნება შემდგომი კასკადური ტრენინგებისთვის სასამართლოს ორგანიზებისა და მართვის თემებზე.

ამ აქტივობის ორგანიზება მოხდა ევროპის საბჭოს პროექტის „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობათა გაუმჯობესება“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ჰოლანდიის მთავრობის ნებაყოფლობითი კონტრიბუციით.   

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page