ევროპის საბჭო აცხადებს ტენდერს ადგილობრივ საკონსულტაციო მომსახურებაზე მარკეტინგის, ბრენდინგისა და კომუნიკაციების სფეროში, რომელიც დაყოფილია შემდეგ ლოტებად:
ლოტი 1 – მარკეტინგი, ბრენდის სტრატეგია, სტრატეგიული კომუნიკაციები და კონტენტი
ლოტი 2 – ვიზუალური იდენტობა, კრეატიული მიმართულება და დიზაინი.
შესაბამისად, წინასწარ შერჩეულ პროვაიდერებს შესაძლოა მოეთხოვოთ შემდეგი მომსახურებების გაწევა:
1-ლი ლოტის ფარგლებში:
- ბრენდის არქიტექტურის, პოზიციონირების, ბრენდის საერთო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- ბრენდის საკომუნიკაციო მიმართულებების შემუშავება;
- ბრენდის სტრატეგიასა და ნარატივის შექმნასთან დაკავშირებული სტრატეგიული კრეატიული მიმართულების განსაზღვრა;
- პროდუქტის განვითარება და პოზიციონირება;
- კონტენტ-სტრატეგიის შემუშავება;
- პროექტისა და/ან მისი პარტნიორი ორგანიზაციისთვის ციფრული სტრატეგიის შემუშავება;
- ციფრული მარკეტინგის დაგეგმვა და განხორციელება;
- ბიზნესის განვითარების ინიციატივების შემუშავება, რომლებიც მიმართულია ბაზარზე პოზიციონირების გაძლიერებისკენ;
- ბრენდის სტრატეგიისა და კომუნიკაციების ჭრილში, ბიზნესფუნქციების ორგანიზაციის გრძელვადიან მიზნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ოპერაციული ეფექტიანობის დაგეგმვა;
- სხვადასხვა პროდუქტის ინიციატივისთვის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება;
- პროექტისა და/ან მისი პარტნიორი ორგანიზაციებისთვის კომუნიკაციების ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება;
- პროექტისა და/ან მისი პარტნიორი ორგანიზაციების კონტენტის პოპულარიზაცია;
- კომუნიკაციისა და ბრენდის სტრატეგიის ან სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი გუნდის/გუნდების შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის, უნარების განვითარება და ცოდნის გაღრმავება საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიების განხორციელების, ახალი აუდიტორიის მოზიდვისა და სოციალური ქსელებისა და ვებგვერდებისთვის კონტენტის (პოსტების, სტატიებისა და საინფორმაციო ბიულეტენების) შექმნის მიმართულებით;
- ორგანიზაციული ხედვისა და სტრატეგიული დაგეგმვის შემუშავება;
- მარკეტინგთან, ბრენდინგსა და კომუნიკაციებთან დაკავშირებული ბიზნესის განვითარების, მართვისა და კოორდინაციის მომსახურებების გაწევა;
- მარკეტინგის, კომუნიკაციების, ბრენდინგის, კონტენტის ან ბიზნესის განვითარების მიმართულებით ნებისმიერი მომსახურების გაწევა, რომელიც ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში არ არის მითითებული, თუმცა აუცილებელია წინამდებარე ლოტის მიზნების მისაღწევად.
მე-2 ლოტის ფარგლებში:
- ღონისძიებების, ონლაინ პლატფორმებისა და ბრენდის გაფართოებისათვის ვიზუალური იდენტობის შემუშავება;
- ვიზუალური იდენტობის განვითარებასა და კრეატიული კამპანიების დიზაინთან დაკავშირებული კრეატიული დირექტორის მომსახურებების გაწევა;
- მარკეტინგული მიზნებისთვის სტრატეგიული დიზაინის შემუშავება;
- მხატვრული ხელმძღვანელობა და შემოქმედებითი ვიზუალური დიზაინის შემუშავება;
- დიზაინის ინიციატივებისთვის სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრა;
- საკომუნიკაციო მასალებსა და ციფრულ პლატფორმებზე ვიზუალური თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა;
- კომუნიკაციისა და ბრენდის სტრატეგიის ან სამოქმედო გეგმის ვიზუალური იდენტობისა და დიზაინის ელემენტების განმახორციელებელი გუნდის/გუნდების შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის, უნარების განვითარება და ცოდნის გაღრმავება სოციალური ქსელებისა და ვებგვერდებისთვის ვიზუალური კონტენტის შექმნის მიმართულებით;
- ვიზუალური იდენტობის, შემოქმედებით ან დიზაინის სფეროსთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურების გაწევა, რომელიც ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში არ არის მითითებული, თუმცა აუცილებელია წინამდებარე ლოტის მიზნების მისაღწევად.
დასაშვებობის კრიტერიუმები:
- განათლება: უმაღლესი განათლება კომუნიკაციების, ბრენდინგის, ხელოვნების, დიზაინის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, საერთაშორისო ურთიერთობების ან სხვა შესაბამის დარგში.
- სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება მარკეტინგის, ბრენდის სტრატეგიის, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კონტენტის შექმნის მიმართულებით (1-ლი ლოტისთვის), ასევე ვიზუალური იდენტობის, შემოქმედებითი ხელმძღვანელობისა და დიზაინის სფეროებში (მე-2 ლოტისთვის).
წარსადგენი დოკუმენტები:
- ხელშეკრულების შევსებული და ხელმოწერილი ასლი
- დეტალური CV, რომელშიც მითითებული იქნება:
- მონაწილის მიერ დასაშვებობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება
- დეტალური ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ, რომელიც უკავშირდება იმ ლოტის (1-ლი ან მე-2) ფარგლებში მითითებულ ერთ ან რამდენიმე თემას, რომელზეც განაცხადი შეგაქვთ
- ინგლისური ენის ცოდნის შესახებ ინფორმაცია
- არასავალდებულოა: სამუშაო გამოცდილების დამასტურებელი ნიმუში (მაქსიმუმ 3) ქართულ ან ინგლისურ ენაზე, როგორიცაა მარკეტინგის, კომუნიკაციის/ბრენდის სტრატეგია, სამოქმედო გეგმა ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რეზიუმეში მოცემულ ინფორმაციას.
- ყველა მფლობელისა და აღმასრულებელი ოფიცრის სია, მხოლოდ იურიდიული პირებისთვის.
სატენდერო პროცედურების შესახებ დეტალურ აღწერას და დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნობით თანდართულ სატენდერო დოკუმენტებში, რომლებიც ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე:
- განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 7 ოქტომბერი, 23:59 სთ (სტრასბურგის დროით).
ეს მნიშვნელოვანია:
განაცხადი უარყოფილი იქნება, თუ:
- ის მიღებულია დადგენილი ვადის შემდეგ.
- ხელშეკრულება არ არის ხელმოწერილი და დათარიღებული.
- CV არ ასახავს ნათლად, რომ კანდიდატს აქვს მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება 1-ლი/მე-2 ლოტის შესაბამის სფეროში. CV ნათლად არ აჩვენებს, რომ განმცხადებელს აქვს უნივერსიტეტის ხარისხი შემდეგ დარგებში: კომუნიკაციები, ბრენდინგი, ხელოვნება, დიზაინი, მარკეტინგი, საზოგადოებასთან ურთიერთობები, ჟურნალისტიკა, ბიზნეს ადმინისტრირება ან საერთაშორისო ურთიერთობები.
- განაცხადს აკლია ყველა მფლობელისა და აღმასრულებელი ოფიცრის სია, იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი იურიდიულ პირს შემოაქვს.
აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურით “Tender - National Consultancy services in the fields of Marketing, Branding and Communications – in Georgia”.
ტენდერთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვა უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected] შემდეგი სათაურით: “Questions – National Consultancy services in the fields of Marketing, Branding and Communications – in Georgia”.
კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 სექტემბერი, 23h59 სტრასბურგის დროით (სატენდერო აპლიკაციის შემოტანის ვადამდე 5 სამუშაო დღით ადრე). შემოსულ კითხვებზე კონსოლიდირებული პასუხები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს.




