Back ვაგრძელებთ სამედიცინო სექტორის მხარდაჭერას თანასწორობის გაძლიერებაში დისკრიმინაციასა და შევიწროებაზე საპასუხო მექანიზმების გაძლიერებით

ვაგრძელებთ სამედიცინო სექტორის მხარდაჭერას თანასწორობის გაძლიერებაში დისკრიმინაციასა და შევიწროებაზე საპასუხო მექანიზმების გაძლიერებით

კერძო სექტორის მხარდაჭერა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. 28 მაისს პროექტმა „თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში’’ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან ერთად სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ტრენინგი გამართა.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ევროპის საბჭოს საქმიანობას,  მის სტანდარტებსა და კარგ პრაქტიკას, ასევე, ეროვნულ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას.  ტრენინგის მონაწილეებმა გაიღრმავეს ცნობიერება საქართველოს სახალხო დამცველის ანტი-დისკრიმინაციული მანდატისა და ეროვნული მექანიზმების შესახებ.

ტრენინგის სესიებზე გაანალიზდა სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის შემთხვევები, სხვადასხვა ფორმითა და ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება. სესიები მოიცავდა თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ ელემენტებს, მათ შორის, ინდივიდუალურ და ჯგუფურ სავარჯიშოებს. ეს მეთოდი სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში დაეხმარა; მონაწილეების ჩართულობამ და მაღალმა ინტერესმა ხსენებული საკითხებისადმი სენსიტიზაციის აუცილებლობა აჩვენა.

ევროპის საბჭო გააგრძელებს კერძო სექტორთან თანამშრომლობას თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მხარდასაჭერად.

ტრენინგი ჩატარდა საქართველოში ევროპის საბჭოს პროექტის ‘’თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში’’ ფარგლებში, რომელიც ფინანსდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმით.

თბილისი, საქართველო 28 მაისი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge